არქი ლიდერი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2006 წელს დაარსდა. კომპანია თავდაპირველად საინვესტიციო საქმიანობით იყო დაკავებული, 2008 წლის სექტემბრიდან კი დეველოპერული მიმართულებით განვითარებას შეუდგა. დღესდღეობით, არქი თბილისის მასშტაბით 29 დასრულებულ და 20 მიმდინარე მშენებლობას ითვლის, ასევე აქვს 1 დასრულებული პროექტი ბათუმშიც.
ჩვენი ბინები მომხმარებლის გემოვნებასა და მოთხოვნებზე მაქსიმალურადაა მორგებული. არქის საცხოვრებელი კორპუსები თბილისის ყველა უბანში მდებარეობს. ბინები შენდება საუკეთესო ხარისხის სამშენებლო მასალებით, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური თვისებებით გამოირჩევა. მშენებლობის მიმდინარეობა პერმანენტულად კონტროლდება.
კომპანია ხარისხიან მშენებლობასთან ერთად გარემოს ზრუნვაზეც არის ორიენტირებული. ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობა რეკრეაციული ზონების არსებობაა, რომელიც არქის ყველა პროექტისთვის არის მოწყობილი. კომპანია მაცხოვრებლებს დამატებითი კომფორტის შესაქმნელად სპორტულ მოედნებსა და გამწვანებულ ეზო-პარკებს სთავაზობს. არქელების დახმარებით კი ჩვენ მშენებლობის ყოველ 10 კვ.მ-ზე ერთ ხეს ვრგავთ.
არქის ყველა პროექტი დაგეგმილ ვადებში ბარდება. გადახდის პირობები თითოეულ მომავალ მობინადრეზეა მორგებული. ჩვენ ვქმნით ევროპული სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურას და ვზრუნავთ არქელებზე მშენებლობის დასრულების შემდეგაც კი.
არქის მთავარი მიმართულება ხარისხიანი და ენერგოეფექტური საცხოვრებელი პროექტების მშენებლობაა. დღეისთვის კომპანია მომხმარებელს სთავაზობს 20 მიმდინარე მშენებლობას და 26 დასრულებულ პროექტს, რომლის საერთო სამშენებლო ფართი 520 000 კვ. მ-ზე მეტია. არქი ასევე ითვლის ისეთ ბრენდულ სასტუმროებს, როგორებიც არის საქართველოს ზღვის კურორტებზე მდებარე სანსეტ შოვი და სანსეტ კვარიათი. არქი ასევე გეგმავს არქი კოხტას მშენებლობას, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, სამთო-სათხილამურო კურორტზე, ბაკურიანში იქნება.
არქი უკვე 10 წელია საქართველოში სასტუმროების მშენებლობას აწარმოებს. ამჟამად ფუნქციონირებს 1 ევროპული დონის სასტუმრო შოვში - „სანსეტ შოვი“ და 1 ევროპული დონის აპარტ-ოტელი კვარიათში - „სანსეტ კვარიათი“. არქის Boutique Hotel-ის ტიპის სასტუმრო - სილვერ 39 ძველ თბილისში მდებარეობს. ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება არქი ისანის კომპლექსში სასტუმროს მშენებლობაც.