Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

06/08/2020 _ ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ 20 კვ.მ-ის ფართის მქონე მისაღები და სამზარეულო?

თუ გადაწყვიტეთ შეიძინოთ ბინა თბილისში, არქი მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. თბილისის ყველა უბანში, ნებისმიერი ფართის ბინები არქის პროექტებს ყველა გემოვნების ადამიანისთვის მიმზიდველს ხდის. თავად ბინები ისეა დაგეგმარებული, რომ თქვენ შეგიძლიათ ან სტუდიო დაგეგმარების ბინა აირჩიოთ ან ისეთი, სადაც სამზარეულო და მისაღები ოთახი განცალკევებულია. თუ არქის სტუდიო გეგმარების ბინა შეარჩიეთ, რომელშიც მისაღები და სამზარეულო გაერთიანებულია, საერთო ფართი კი 20 კვადრატული მეტრის ფარგლებში მერყეობს, ჩვენი შემდეგი რჩევები ორიგინალური დიზაინის შექმნაში დაგეხმარებათ. სწორად შერჩეული ინტერიერი კი როგორც ბინაში მაცხოვრებლებისთვის, ასევე სტუმრებისთვისაც კომფორტის მომტანია.

 

 

რადგანაც სამზარეულო და მისაღები გაერთიანებულია და 20 კვადრატული მეტრის ფართისაა, უმჯობესია, თუ სივრცის მხოლოდ მეხუთედს სამზარეულოს დაუთმობთ, დანარჩენს კი მისაღებში გადაანაწილებთ. ამით ხელს შეუწყობთ ისეთი მყუდრო სივრცის შექმნას, რომელიც ოჯახური შეკრებებისთვის კომფორტული იქნება. სამზარეულოში ნიჟარა, გაზქურა და მაცივარი ისე განალაგეთ, რომ მათ შორის თავისუფლად დადიოდეთ. სასადილო მაგიდა ამ ორი ზონის გასამიჯნად გამოიყენეთ. სარკეები და გლუვი ზედაპირები სტუდიო ტიპის ბინაში აუცილებელია, რადგან მათი დახმარებით ოთახი ვიზუალურად იზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ზონა გაერთიანებულია, მათ ფუნქციურობა უნდა შეინარჩუნოთ. სწორედ ამიტომ სტუდიო ტიპის ბინებში ზონირება აუცილებელია. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ: მუყაოს ტიხარი, რომელსაც შეგიძლიათ გეომეტრიული ფიგურის ფორმა მისცეთ, ბარის დახლი, მოძრავი ტიხარი - საინტერესო და პრაქტიკული გადაწყვეტილება, რომელიც ამ ორ სივრცეს სურვილისამებრ შეაერთებს ან გაყოფს, სხვადასხვადონიანი იატაკები, მაგალითად, მისაღებში ან სამზარეულოში იატაკი პოდიუმივით ოდნავ მაღალი უნდა იყოს. სივრცის ზონირება არაჩვეულებრივად შეუძლიათ ფერებს, მასალებს, სინათლეს, ხის ელემენტებს და ავეჯსაც კი.  

 

 

20 კვადრატული მეტრის სტუდიო ტიპის სივრცის მოწყობისას ფართი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. სწორედ ამიტომ გამოიყენეთ ღია, ნათელი ფერები, რომლებსაც ოთახის ზომის ვიზუალურად გაზრდა შეუძლიათ. ამ შემთხვევაში, იატაკი ოდნავ მუქი უნდა იყოს, ჭერი და კედლები კი - ბეჟისფრად ან თეთრად შეღებილი. მოერიდეთ მუქ ფერებს, რადგან ისინი რამდენიმე მეტრს ვიზუალურად „იტაცებენ“. მიაქციეთ ყურადღება იატაკსაც. თუ მას ნეიტრალურ ფერებში გადაწყვეტთ, აირჩიეთ ლამინატი. დააგეთ ხალიჩებიც, რომლებიც ოთახის სტილს ქმნიან.

ავეჯი შეარჩიეთ ისე, რომ მათ სივრცის დაზოგვის საშუალება მოგცენ. ამ შემთხვევაში, სამზარეულოში ავეჯი ისე დაამონტაჟეთ, მთლიან ჯამში ასო G რომ მოგცეთ. აირჩიეთ დასაკიდი ყუთები, თაროები, სათავსოები. ამით სივრცეს გაუფრთხილდებით და გადატვირთულობასაც თავიდან აირიდებთ. რადგანაც ინტერიერში აუცილებელი მხოლოდ სივრცის დაზოგვა არ არის და ის ესთეტიკურ ღირებულებასაც უნდა ატარებდეს, სამზარეულოს კედელი სწორედ იმ ფერში შეგიძლიათ შეღებოთ, რა ფერის ავეჯიც მისაღებ ოთახში გიდგათ. მაგალითად, კედელი შეღებეთ მწვანე ან ყვითელ ფერად, აირჩიეთ იგივე ფერები ავეჯისთვისაც. საბოლოოდ, თქვენ კონტრასტულ დიზაინს იღებთ, რომელიც კრეატიულობით გამოირჩევა და საინტერესოდ გამოიყურება.

 

 

რადგანაც მისაღები ზონა დასვენებისთვის, ოჯახური შეკრებებისა და სტუმრების თავშეყრისთვის არის განკუთვნილი, თქვენ, რაც შეიძლება, მეტი თავისუფალი სივრცე გჭირდებათ. დივანი, რამდენიმე სკამი და ყავის მაგიდა - ეს სწორედ ის ავეჯია, რომელიც დაგეხმარებათ მყუდრო ინტერიერი შექმნათ და სივრცე არ გადატვირთოთ. როგორც სამზარეულოს შემთხვევაში, აქაც გამოიყენეთ კედლის დასაკიდი თაროები. გასაწევი ფარდები მისაღებ ოთახში საუკეთესოა, რადგან მათი დახმარებით ბუნებრივი სინათლის რეგულირება შეგიძლიათ. ბუნებრივი სინათლე კი ის ფაქტორია, რომელსაც ოთახს ვიზუალურად ზრდის და საკმაოდ დიდ სივრცეს აჩენს. 

თუ გსურთ, რომ ისეთი მრავალფუნქციური ავეჯი შეიძინოთ, რომლებიც 20 კვ.მ-ის სტუდიო ოთახში სივრცეს დაგაზოგინებთ, შეგიძლიათ არქი ქარდის ბარათი გამოიყენოთ. არქის ბინაში გადასვლისას თქვენ იღებთ ამ ფასდაკლების ბარათს. მისი დახმარებითკი  არქის პარტნიორ ავეჯის კომპანიებში პროდუქციას დიდი ფასდაკლებით შეიძენთ.