Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

24/09/2020 _ ინტერიერი

2020 წლის შემოდგომის ტრენდები ინტერიერის დიზაინში

შემოდგომა ცვლილებებთან ასოცირდება: იცვლება ბუნება, იზრდება ღამეების ხანგრძლივობა, სიცხეს სასიამოვნო სიგრილე ანაცვლებს. სწორედ ამ პროცესში იმ კომფორტს ვეძებთ, რომელსაც ჩვენს მყუდრო და თბილ სახლში ვპოვებთ ხოლმე. საცხოვრებელი ბინები სეზონურ ცვლილებებს ყველაზე კარგად ასახავს. რადგანაც შემოდგომის მთავარი თემა კომფორტის პოვნაა, სახლში ინტერიერის დიზაინიც ისე უნდა იყოს შექმნილი, რომელიც სიმყუდროვესთან ასოცირდება. 2020 წლის შემოდგომის სეზონის ტრენდები დაგეხმარებათ შექმნათ ბინაში სიმშვიდე და სითბო.

 

  • იფიქრეთ ვარდისფრად

 

 

ვარდისფერი, პირველ რიგში, შემოდგომას შეიძლება სულ არ გახსენებდეთ, მაგრამ მისი დელიკატური და პასტელური ტონები ბინაში წყნარ ატმოსფეროს ქმნის. ეს კი შემოდგომის ასოციაციებს ნამდვილად იწვევს. ვარდისფერის ნაზავი შემდეგ ფერებთან: ლურჯთან, მწვანესა და ნაცრისფერთან საინტერესო კონტრასტებს ქმნის. კონტრასტულობა კი 2020 წლის ერთ-ერთი ტრენდია. 

 

  • კაკლის ხე

 

თუ გადაწყვიტეთ, რომ შემოდგომაზე იატაკის საფარი შეცვალოთ, 2020 წლის სეზონური ტრენდები გაითვალისწინეთ. კაკლის ხისგან დამზადებული იატაკი არა მარტო მოდური, არამედ გრძელვადიანი და გამძლეც იქნება. იატაკთან ერთად კაკლის ხისგან შეგიძლიათ დაამზადებინოთ ყავის მაგიდები, სკამები და საწოლებიც კი.

 

  • ბუნებრივი ქვა/კრისტალები

 

ბუნებრივი ქვები და კრისტალები ის ხელოვნების ნიმუშებია, რომლებსაც დედამიწა საუკუნეების განმავლობაში აყალიბებს. თითოეულ მათგანს იმდენად ინდივიდუალური ვიზუალი აქვს, რომ თქვენთვის განკუთვნილ, უნიკალურ ნაწილსაც იპოვით. მისი დახმარებით კი ბინის ინტერიერში სახასიათო ელემენტებს შემოიტანთ და ვიზუალურ ინტერესს შექმნით.

 

  • თანამედროვე აფრიკული ტექსტილები და კერამიკა

 

აფრიკული დიზაინი 2020 წელს განსაკუთრებით პოპულარულია. ის ინტერიერში ამაღელვებელ დიზაინთან ერთად კომფორტულ ატმოსფეროსაც ქმნის. კომფორტი კი, როგორც მოგეხსენებათ, შემოდგომისთვის აუცილებელია. ეს ტრენდი იმდენად ლამაზი და საინტერესოა, რომ ამ სეზონის გრილ დღეებს ჰარმონიულად ერწყმის.

 

  • მინის განათება რეტრო სტილში

 

შემოდგომის სეზონის მთავარი ატრიბუტი მინაა. მინის განათება დეკორის უნივერსალური ატრიბუტია, რომელიც დიზაინის ნებისმიერ სტილს უხდება. თუ მინის ნათურებს რეტრო სტილში გადაწყვეტთ, თბილ განათებას დაამონტაჟებთ, სინათლე სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტება. თბილი განათება სივრცეს უფრო მყუდროსა გახდის.

 

  • დაამატეთ დიდი ზომის ნახატები ინტერიერში

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების ტრენდული ინტერიერი მინიმალიზმისკენ იხრება, 2020 წლის შემოდგომისთვის ის საპირისპიროსკენ - მაქსიმალიზმისკენ იცვლება. ეს უკანასკნელი ყველაზე კარგად დიდი ზომის ნახატებსა თუ შპალერში გამოჩნდება. ეს საუკეთესო გზაა ოთახს ინდივიდუალური შტრიხები შესძინოთ. ასევე აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დიდი ზომის სურათები სივრცეს ვიზუალურად „ისრუტავს“, ამიტომ ოთახი კარგად უნდა იყოს განათებული.

 

შემოდგომისას ცივი ამინდების დადგომა არქის მაცხოვრებლებს არ აშინებთ. არქის სახლები შენდება ენერგოეფექტური მასალა, იტონგით, რომელიც შენობის გასათბობად 40%-ით ნაკლებ ენერგიას მოითხოვს. დაბალემისიური მინები კი 30%-ით ამცირებს თბოდანაკარგობას. ეს კი ჩვენი მაცხოვრებლების კომუნალურ გადასახადებს საგრძნობლად ამცირებს და ცხოვრებას უფრო თბილსა და მყუდროს ხდის. თუ ამ შემოდგომისას გადაწყვეტთ, რომ თქვენი ინტერიერი შეცვალოთ, ამისთვის გვიან არ არის. გამოიყენეთ არქის ლოიალურობის ბარათი - არქი ქარდი და საინტერესო დეკორაციული ნივთები დიდი ფასდაკლებით შეიძინეთ.