Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

23/12/2020 _ ინტერიერი

5 რჩევა თუ როგორ უნდა მორთოთ ნაძვის ხე

ნაძვის ხის მორთვა ახალი წლის ჯადოსნური ნაწილია. ოჯახის წევრების ერთად შეკრება და ამ დიდებულ საქმეში ერთდროულად მონაწილეობის მიღება კი ჯადოსნურობის შეგრძნებას უფრო ამძაფრებს და იმის რწმენას გაძლევთ, რომ მომავალ წელს ყველაფერი კარგად იქნება.

 

ყველა საახალწლო ნაძვის ხე უნიკალურია. ზოგ ადამიანს გრანდიოზულად მორთული დიდი ნაძვის ხეები მოსწონს, ზოგსაც პატარა, მინიმალისტური ნაძვის ხე ურჩევნია, რომელიც მცირე ფართის ბინებში განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურება. სწორედ, ამიტომ, ჩვენ 5 განსხვავებული სტილის მქონე მსოფლიოში ცნობილი ინტერიერის დიზაინერები მოვიძიეთ, რომელთა რჩევებიც ნაძვის ხის მორთვას გაგიმარტივებთ. 

 

 

  1. შეარჩიეთ ნაძვის ხის სტილი

 

სტილის შერჩევა დაგეხმარებათ განსაზღვროთ ის დეკორაციები, გირლანდები თუ განათებები, რომლებიც თქვენს ნაძვის ხეს დაამშვენებს. როგორც ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, სტილის არჩევისას მთავარია ჩვენს გრძნობებს მივყვეთ და ის ავარჩიოთ, რაც გაგვაბედნიერებს. თანამედროვე და უნიკალური ნაძვის ხის შესაქმნელად დაბალანსებული ფერებისა და დამატებითი ტექსტურის გამოყენება იდეალური იდეაა. ასევე ხელოვნური ტირიფისა თუ გაღიავებული ტოტების დამატება ხეს განსაკუთრებულ იერს შესძენს.

 

  1. დაიწყეთ განათებით

 

ახალი წლის სიმბოლო ნაძვის ხესთან ერთად საახალწლო პატარა განათებებია, რომლებიც ჩვენს შინაგან ბავშვს აღვიძებენ და საუკეთესო განწყობაზე გვაყენებენ. ნაძვის ხისთვის განათების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, როგორ დაკიდებთ მათ: ჰორიზონტალურად თუ ვერტიკალურად, დაბლიდან მაღლა თუ მაღლიდან დაბლა.

 

როგორც ინტერიერის დიზაინერები ამბობენ, ნაძვის ხის განათებას ერთი ოქროს წესი აქვს - დარწმუნდით, რომ განათების ფერი არ გადაფარავს სხვა დეკორაციებს. დაიწყეთ ფერადი განათებით იმისთვის, რომ ნაძვის ხის მთავარი ფერი გამოყოთ. შემდეგ კი დეკორაციებზე გადადით და კონტრასტული ფერები თავისუფლად გამოიყენეთ. თუ დიდი ნაძვის ხე გიდგათ, LED ფორმის პატარა ნათურებს მრგვალი, დიდი ნათურები ამჯობინეთ. ისინი ნაძვის ხის სიდიდეს გაუსვამენ ხაზს და ბევრად ეფექტურად გაანათებენ.

 

  1. აირჩიეთ ორნამენტები

 

ნაძვის ხისთვის ორნამენტების შერჩევა იდეალური ეტაპია იმისთვის, რომ ხეს თქვენი პერსონალური შტრიხები დაუმატოთ და ინდივიდუალურობა შესძინოთ. თქვენი გემოვნებით მორთული ნაძვის ხე ხომ უნიკალურია მთელ მსოფლიოში?

 

ინტერიერის დიზაინერების თქმით, თანამედროვე ტენდენციები ხელით შექმნილი ორნამენტებისკენ მიისწრაფიან. სხვადასხვა ფორმის მინის თუ ხელით მოხატული ორნამენტები ნაძვის ხეზე საპატიო ადგილს იკავებენ. ასევე გამოიყენეთ ოქროსფერი დეკორაციებიც, რომლებიც არა მხოლოდ ნაძვის ხეს დაამშვენებენ, არამედ მთელ ოთახშიც ელეგანტურ ატმოსფეროს შექმნიან.

 

 

  1. აირჩიეთ ნაძვის ხის „ქუდი“

 

ვარსკვლავი, ანგელოზი თუ ფერია - ნაძვის ხის თავზე ნებისმიერი ფორმის დეკორაცია შეგიძლიათ დაამაგროთ. უმეტესწილად, პოპულარულ ვარიანტად, ვარსკვლავი მიიჩნევა ხოლმე.

 

ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, რომ ნაძვის ხის „ქუდის“ არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ნაძვის ხის დიზაინი, ფერთა გამა და სიმაღლეც კი. შეიძლება ითქვას, რომ ვარსკლავი ხის ფოკალური წერტილია, რომელსაც ყურადღება პირველივე დანახვისას ექცევა. რაც შეეხება მასალას, პლასტმასთან შედარებით, უმჯობესია თუ ხის ან ხელნაკეთ ვარსკლავს ან ანგელოზს აარჩევთ.

 

  1. არ დაგავიწყდეთ საჩუქრებიც

 

ნაძვის ხეს ყველაზე მეტ ჯადოსნურობას მის ქვეშ დალაგებული საჩუქრები მატებს. გარდა იმისა, რომ ამით ბავშვები რწმუნდებიან თოვლის ბაბუის არსებობაში, საჩუქრებს თქვენი ნაძვის ხის სტილის განსაზღვრაც შეუძლიათ.

 

ინტერიერის დიზაინერების თქმით, ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრების დადებით, ნაძვის ხის მორთვის ჯადოსნური პროცესი სრულდება. საჩუქრები პრაქტიკულად შეგიძლიათ გამოიყენოთ და მათი დახმარებით ნაძვის ხის სადგამი დამალოთ. ასევე თუ საჩუქრების შეფუთვა თბილ ფერებში იქნება გადაწყვეტილი, ოთახის ინტერიერში მყუდრო და სასიამოვნო გარემოს მიიღებთ.

 

თუ თქვენ შეძენილი გაქვთ ბინა არქის დასრულებულ პროექტში, დაიწყეთ ნაძვის ხის მორთვაზე ფიქრი, არქის ლოიალურობის ბარათი, არქი ქარდი, დაიხმარეთ. მისი საშუალებით არქის პარტნიორ მაღაზიებში დიდი ფასდაკლებით ისარგებლებთ.