Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

05/08/2020 _ სხვა

არქი ფიჭვები თამარაშვილზე - საოცნებო პროექტი თბილისის ცენტრალურ უბანში

როდესაც საქმე უძრავი ქონების შეძენას ეხება, თქვენ ისეთ ბინას ეძებთ, რომელიც თქვენი შეუცვლელი სახლი სახლი გახდება. ამ სტატუსის ღირსეული მატარებელი არქი ფიჭვები არის, რომელიც მაცხოვრებლის კომფორტისთვის შეიქმნა. არქი ფიჭვების პრემიუმ კლასის მშენებარე პროექტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, თამარაშვილზე, იპოდრომთან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს. პროექტის მთავარი დანიშნულება უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოსა და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.  გაეცანით იმ მიზეზებს, თუ რატომ უნდა შეიძინოთ ბინა კონკრეტულად არქი ფიჭვებში.   

 

  • რემონტის სასურველი პაკეტი

 

არქი ფიჭვები არქის იმ პროექტთაგანია, რომელიც მაცხოვრებელს რემონტის სასურველი პაკეტით ჩაბარდება. ეს ნიშნავს იმას, რომ პროექტის მშენებლობის დასრულებისთანავე, თქვენ პირდაპირ შეგეძლებათ ბინაში გადასვლა და იქ ცხოვრება. ერთ-ერთი უპირატესობა ისიცაა, რომ მომავალ მაცხოვრებლებს არჩევნის გაკეთების საშუალება აქვთ და შეუძლიათ რემონტის 3 შემოთავაზებიდან ყველაზე სასურველი პაკეტი აირჩიონ.

 

  • პრემიუმ კლასი

 

არქი ფიჭვების პროექტი შენდება იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომლებიც მაცხოვრებლების ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის არის საჭირო. სწორედ ამიტომ არქი ფიჭვები აღჭურვილი იქნება ფიტნეს დარბაზებით. ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებისთვის კი ეს იდეალური ვარიანტია, რადგან სავარჯიშოდ შორს წასვლა არ მოუწევთ. ფიტნეს დარბაზთან ერთად არქი ფიჭვები მოიცავს თანამედროვე დიზაინის ლობის, სადაც არქელებს კონსიერჟი მოემსახურებათ.

 

  • იდეალური ლოკაცია

 

თუ ფიტნეს დარბაზში სიარულთან ერთად გსურთ ფიზიკური აქტივობით ღია, მწვანე სივრცეშიც დაკავდეთ, ამ მხრივ, არქი ფიჭვებს იდეალური ადგილმდებარეობა აქვს. პროექტი იპოდრომის ტყეპარკთან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს. სუფთა ჰაერი და უამრავი სიმწვანე კი ადამიანების განწყობაზე დადებითად და პოზიტიურად მოქმედებს. პოზიტიურად მოქმედებს მთაწმინდისა და კუსტბის ულამაზესი ხედები, რომლებიც არქი ფიჭვების ბინებიდან მოსჩანს. თავად პროექტისთვის გამოყოფილი 6 000 კვ.მ-ის რეკრეაციული ზონა კი ამ პროექტს უფრო სასურველს ხდის.

 

 

  • მაღალხარისხიანი მასალებით მშენებლობა

 

არქის სხვა პროექტების მსგავსად არქი ფიჭვების მშენებლობაშიც გერმანული წარმოების ენერგოეფექტური ბლოკი, იტონგი, გამოიყენება. ცეცხლგამძლეობა, ხმის იზოლაცია, ენერგოეფექტურობა - ბლოკი მრავალფუნქციურობით გამოირჩევა და შესაბამისად, ერთ-ერთი საუკეთესო სამშენებლო მასალაა. არქი ფიჭვებში ასევე დაყენდება მეტალოპლასტმასის ფანჯრები დაბალემისიური მინებით, რომლებიც 30%-ით ამცირებს თბოგამტარობას, ინფრაწითელ და ულტრაიისფერ სხივებს. ამ ყველაფერთან ერთად, პროექტისთვის შეირჩა ევროპაში წარმოებული, მაღალი ხარისხისა და ტექნოლოგიურად გამართული მასალა. ესენია: Caparol-ისა და Imar-ის მოსაპირკეთებელი მასალა და ჰაიდელბერგცემენტის უმაღლესი ხარისხის ბეტონი. მაღალი ხარისხი სწორედ ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც არქი ფიჭვებს იდეალურ პროექტად აქცევს.

 

  • გადახდის მოქნილი პირობები

 

არქი ფიჭვები , როგორც არქის ყველა სხვა სამშენებლო პროექტი, სრულად დაფინანსებულია უცხოური ინვესტიციებით, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველა პროექტი ბარდება დაგეგმილ ვადებში. ბინის ყიდვის მსურველებს უძრავი ქონების შეძენა პირველადი შენატანის გარეშე შეუძლიათ. არქიში გადახდის სხვადასხვა პირობაა, მათ შორის, შიდა უპროცენტო განვადება. ეს კი ბინის შეძენის მსურველებს უძრავი ქონების ყიდვას უმარტივებს.