Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

13/11/2020 _ სხვა

არქის პროექტები ყველა გემოვნების ადამიანისთვის

თითოეული სახლი ისეთივე უნიკალური და განუმეორებელია, როგორც მასში მაცხოვრებელი ადამიანები. ცხოვრების მაღალი დონე იქმნება მაშინ, როდესაც თქვენი სახლი ზუსტად ასახავს თქვენს გემოვნებას, სურვილებს და საჭიროებებს, თქვენი საცხოვრებელი პირობები კი 100%-ით დაკმაყოფილებულია. ცხოვრების მაღალი დონე ადამიანებს ეხმარება მაქსიმალურად გამოავლინონ ფიზიკური და ინტელექტუალური ძალები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც საცხოვრებელ პირობებს აუმჯობესებს და, შესაბამისად, ცხოვრების დონეს ზრდის, ეს ის გარემოა, სადაც თქვენი სახლი მდებარეობს.  

 

არქი ის კომპანიაა, რომელიც თავის მაცხოვრებლებს ცხოვრების დონის ამაღლებაში ეხმარება. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ის გარემო, სადაც მომავალი კომპლექსები შენდება. რაც ყველაზე მთავარია, არქის პროექტებში ნებისმიერი გემოვნების ადამიანი საკუთარ თავს იპოვის.  

 

თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, რომელი პროექტი შეესაბამება თქვენს გემოვნებას, ვეცდებით დაგეხმაროთ:

 

არქი ისანი

 

 

ეს პროექტი თქვენთვისაა განკუთვნილი, თუ აქტიურ და ჯანსაღ ცხოვრებას მისდევთ, თქვენთვის დროის თითოეული წუთი მნიშვნელოვანია და თვლით, რომ აუცილებელია ისეთ ადგილას ცხოვრობდეთ, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეში იქნება გაერთიანებული. არქი ისანი 5 დიდ საცხოვრებელ კორპუსს აერთიანებს, კომპლექსს მალე დაემატება სკოლა, საბავშვო ბაღი, სავაჭრო ცენტრი და სასტუმრო. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი სურვილი  კომპლექსის შიგნითვე აისრულოთ და, რაც ყველაზე მთავარია, დაზოგოთ დრო და ენერგია. დამღლელი დღის შემდეგ კი, თუ თქვენი საყვარელი აქტივობა სეირნობა და მწვანე სივრცეებით ტკბობაა, არქი ისანის კომპლექსი არაჩვეულებრივ შესაძლებლობას გაძლევთ: პროექტის წინ დიდი ეზოა მოწყობილი, სადაც შეგიძლიათ გაასეირნოთ ბავშვები, ითამაშოთ სტადიონზე, ულამაზეს ფანჩატურში შეიკრიბოთ მეზობლებთან ერთად, დატკბეთ სოციალური ურთიერთობებით ან ისეირნოთ ველოსიპედით სპეციალურ საველოსიპედო ბილიკებზე. 

 

არქი ცენტრალური პარკი

 

 

თუ თქვენთვის პირველი ადგილი კომფორტს უჭირავს, ხართ პერფექციონისტი და თვლით, რომ თქვენ გარშემო ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს, გიყვართ ბუნება და სეირნობა, არქი ცენტრალური პარკის პროექტის სახით, არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გეძლევათ. ეს პრემიუმ კლასის საცხოვრებელი, არქის სხვა პროექტებისგან განსხვავებით, მალე რემონტის სასურველი პაკეტით ჩაგბარდებათ. შესაბამისად, თქვენ ბინის შეძენისთანავე შესაძლებლობა გექნებათ ახალ სახლში გადახვიდეთ და ბედნიერად იცხოვროთ. პროექტისთვის გამოყოფილია კონსიერჟის მომსახურება, რაც მობინადრეობას უფრო განსაკუთრებულს ხდის.

 

არქი ცენტრალური პარკის პროექტი ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოში მდებარეობს. საცხოვრებელ სახლთან ძალიან ახლოს იგეგმება თბილისში ყველაზე დიდი პარკის მშენებლობა. სულ მალე, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ისეირნოთ ფრანგულ, იაპონურ თუ ბოტანიკურ ბაღებში, დააგემოვნოთ სხვადასხვა სახეობის კერძები, ილაშქროთ, იფრინოთ ზიპლაინით, გაასეიროთ შინაური ცხოველები სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, ისეირნოთ ველოსიპედით და დაისვენოთ ულამაზეს შადრევანთან.

 

არქი საბურთალო

 

 

თუ აქტიური ცხოვრების სტილი თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, თქვენი სამსახური, თქვენი შვილების სკოლა თუ ბაღი თბილისის ცენტრში მდებარეობს და გსურთ გზის გამო დიდი დრო არ დაგეხარჯოთ, მაშინ არჩევანი არქი საბურთალოს კომპლექსზე შეაჩერეთ. თბილისის ცენტრში მდებარე ეს პროექტი 4 კორპუსს აერთიანენს. სულ რაღაც ორი წუთის სავალზე გაქვთ მეტრო, სავაჭრო ობიექტები, ბენზინგასამართი სადგური, სკოლა და უნივერსიტეტები.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არქი საბურთალოს პროექტი ისეა დაგეგმარებული, რომ ერთი ნახევარი საცხოვრებელ სახლებს ეთმობა, მეორე ნახევარი კი - რეკრეაციულ სივრცეს. ეკოლოგიურად სუფთა გარემო და მწვანე სივრცეები თქვენს განწყობაზე დადებითად და პოზიტიურად იმოქმედებს.

 

არქი ვარკეთილი

 

 

თუ ბინის შეძენისას, თქვენი პრიორიტეტი მცირე ფართის უძრავი ქონების ძიებაა, არქი ვარკეთილი დიდ არჩევანს გთავაზობთ. ამ კომპლექსში ბინების ფართი სულ რაღაც 31.6 კვ. მ-დან იწყება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ სასურველი გეგმარების შერჩევა არქიში ინდივიდუალურად შეგიძლიათ. პროექტის გარშემო ინფრასტრუქტურა იდეალურად არის განვითარებული, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მარტივად ხელმისაწვდომია, ირგვლივ მდებარეობს სკოლები, ბაღები და სასურსათე მაღაზიები.

 

არქი ნუცუბიძე

 

 

 

თუ ბინის შეძენისას, თქვენთვის ესთეტიკური და ვიზუალური მხარე გადამწყეტ როლს თამაშობს, თვლით, რომ თქვენი ბინის ექსტერიერიც ძალიან ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს, არქი ნუცუბიძის პროექტი აუცილებლად დაათვალიერეთ. სწორედ ერთ-ერთი განსხვავებული დიზაინი არქი ნუცუბიძის საცხოვრებელ სახლს აქვს. 9-სართულიან შენობას ულამაზესი ხის დარაბები ამშვენებს, რომელთა გაშლა თუ დაკეცვა საკუთარი ხელით შეგიძლიათ.

 

შთამბეჭდავ არქიტექტურასთან ერთად, არქი ნუცუბიძე იდეალური ადგილმდებარეობითაც გამოირჩევა. 5 წუთის სავალზე ლისის ტბა შეგხვდებათ, სადაც შეგიძლიათ ოჯახთან ერთად გაისეირნოთ და ერთად დატკბეთ ულამაზესი ხედებით თუ წყნარი საღამოებით.   

 

არქი კოხტა ბაკურიანში

 

 

თუ თქვენთვის სახლი არა მარტო საცხოვრებელ ადგილს, არამედ მომგებიან ინვესტიციასაც წარმოადგენს, არქი ბინებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტზე გთავაზობთ. არქის ეს პროექტი ბაკურიანში, კოხტა დაბაზე, ტყესთან ახლოს მდებარეობს. მოგეხსენებათ, ბაკურიანი ცნობილი და გამორჩეული სამთხო-სათხილამურო კურორტია, რომელიც ტურისტების რაოდენობას წელიწადის ნებისმიერ სეზონზე აქტიურად ინარჩუნებს. წარმატებული და მომგებიანი ინვესტიციისთვის კი ეს ფაქტი ყველაზე ძლიერი უპირატესობაა. თავად ბინა რემონტის სრული პაკეტით, ავეჯითა და ტექნიკით ჩაგბარდებათ. შესაბამისად, შეიძენთ თუ არა უძრავ ქონებას, მისი გაქირავება იმ მომენტიდანვე შეგეძლებათ.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თქვენი ინვესიტიციით ეხმარებით ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და განვითარებას.

 

თუ დაინტერესდით, თუ რა ტიპის საცხოვრებელ სახლებს აშენებს არქი, გადადით მითითებულ ბმულზე - არქის პროექტები.