Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

09/03/2021 _ ინტერიერი

რა ნივთები უნდა გაითვალისწინოთ ახალ ბინაში გადასვლისას?

აისრულეთ ოცნება და შეიძინეთ საოცნებო სახლი არქის დასრულებულ პროექტში? თუ უკვე იმის დროც მოვიდა, რომ პირველად შეაბიჯოთ თქვენს ახალ ბინაში, ის უმთავრესი ნივთები უნდა გაითვალისწინოთ, რომლებიც ცხოვრების პირველ ეტაპზე აუცილებლად დაგჭირდებათ.

 

საძინებელი ოთახი

 

საძინებელი ოთახისთვის, პირველ რიგში, რაც უნდა გაითვალისწინოთ, მატრასის არსებობაა. მასზე დაძინება უკვე სახლისა და სიმყუდროვის შეგრძნებას შეგიქმნით. უფრო კომფორტისთვის არ დაგავიწყდეთ საბნის ან პლედის შეძენაც. საძინებელ ოთახში იქონიეთ კომპლექტი, რომელიც საწოლს, ტუმბოსა და სარკესაც კი გააერთიანებს. იდეალური გადაწყვეტილება იქნება, თუ შეიძენთ ტანსაცმლის საკიდს. რაც უფრო მალე ამოალაგებთ ტანსაცმელს და ადგილს მიუჩენთ, ახალ სახლში მარტივად დალაგდებით.   

 

  • მატრასი
  • საწოლი, კომოდი
  • თეთრეულის ნაკრები
  • საბანი ან პლედი
  • ბალიშები
  • ფარდები
  • ტანსაცმლის დასაკიდი

 

მისაღები ოთახი

 

 

რა ფუნქციის მატარებელიც არ უნდა იყოს მისაღები ოთახი, პირველ ეტაპზე, კომფორტული სავარძლები და სკამები დაგჭირდებათ. თქვენი პირველი ბინისთვის ყავის მაგიდაც აუცილებელი ავეჯია, რომელიც ბინას სახლურ ატმოსფეროს შესძენს.  

არქიში ბინის შეძენის შემთხვევაში, თქვენ ბინაში ელექტროობის გამართული ქსელი დაგხვდებათ. უფრო მეტი კომფორტისთვის, დაამატეთ ტელევიზიისა და ინტერნეტის კაბელებიც.

 

  • კომფორტული სავარძელი
  • ყავის მაგიდა
  • ტელევიზორი


სააბაზანო ოთახი

 

ახალ ბინაში გადასვლის შემდეგ, ნივთების ამოლაგების და ორგანიზების დასრულებისას, ცხელ შხაპზე დიდი სიამოვნება არ არსებობს. სწორედ, ამიტომ, სააბაზანო ოთახისთვის მოიმარაგეთ: საპონი, შამპუნი და სხვა საჭირო ნივთები. აუცილებლად იქონიეთ პირსახოცებიც. სარკე სააბაზანო ოთახში ერთ-ერთი აუცილებელი დეტალია, რომელიც ვიზუალურ ეფექტთან ერთად, ფუნქციურობითაც გამოირჩევა.

 

  • საშხაპე ფარდა
  • ხელსახოცები
  • პირსახოცები
  • ტუალეტის ქაღალდი
  • საპონი
  • სარკე

 

სამზარეულო

 

 

როგორც ამბობენ, სამზარეულო სახლის გულია. ბინაში გადასვლისას და ნივთების ორგანიზებისას, დიდი ენერგია გჭირდებათ. გემრიელი საჭმლის დაგემოვნების შემდეგ კი კარგი ხასიათი და ბევრი ენერგია გარანტირებული გაქვთ. იმისთვის, რომ ეს პროცესი უფრო კომფორტული გახდეს, აუცილებლად გაითვალისწინეთ მაგიდისა და სკამების გადმოტანა. დაგჭირდებათ თეფშები, ჭიქები და დანა-ჩანგალი. რაც შეეხება სამზარეულოს ტექნიკას, როგორებიცაა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მოგვიანებით შეგიძლიათ შეიძინოთ.

 

  • მაგიდა, სკამები ან  ბარი
  • თეფში
  • ჭიქები
  • ჩანგალი, კოვზი, დანა
  • ხელსახოცები
  • ნაგვის ურნა
  • საჭმლის კონტეინერები
  • ქვაბი, ტაფა

 

თუ ბინა არქიში შეიძინეთ, თქვენ გადმოგეცემათ არქის ლოიალურობის ბარათი, არქი ქარდი, რომლის საშუალებით პირველ ბინაში გადასვლისთვის საჭირო ნივთებს დიდი ფასდაკლებით შეიძენთ.