Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

20/01/2021 _ ინტერიერი

რა უნდა გაითვალისწინოთ ინტერიერში, როცა სახლში ბავშვებიც ცხოვრობენ?

ნებისმიერი ადამიანის ოცნებაა, რომ მისი სახლი მყუდრო, ლამაზი და მოწესრიგებული იყოს. ასეთი ბინა მაცხოვრებელზე დადებითად მოქმედებს და მის ცხოვრებას უფრო ბედნიერსაც ხდის. უფრო დიდი ბედნიერება კი ისაა, როდესაც ოჯახში ახალი წევრი იბადება და იზრდება. ბავშვების ენერგია და შემოქმედებითობის უნარი უსასრულოა, რაც უკვე ფანქრებით შეღებილ შპალერსა და დასვრილ ხალიჩებს ნიშნავს. მშობლების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ბავშვი და მოწესრიგებული სახლი ერთ კონტექსტში არ არსებობს, თუმცა, ეს ასე არ არის. არსებობს დიზაინერული ხრიკები, რომლებიც გეხმარებათ შექმნათ ისეთი ინტერიერი, რომელიც ბავშვებისთვის მეგობრული, მოწესრიგებული და ტრენდული იქნება. ეს კი ბევრ დროს და ენერგიას დაგიზოგავთ და ბედნიერებას გაგიომარგებთ.

 

 

ქსოვილის შერჩევა

 

თქვენს შვილებსაც უყვართ სავარძლებსა და დივნებზე აძრომა, რაც ავეჯის ქსოვილის დაზიანებას და დაბინძურებას იწვევს? მაშინ აუცილებლად შეარჩიეთ ხარისხიანი და გამძლე ქსოვილი. ანგორის მატყლი იდეალური ვარიანტია. ეს უკანასკნელი საკმაოდ მდიდრულად გამოიყურება, არის ძალიან ხარისხიანი და უმარტივესად იწმინდება. შედარებით ბიუჯეტური ვარიანტია ვინილისა და ხელოვნური ტყავის ქსოვილები. ორივე ვარიანტი თავისი გამძლეობით გამოირჩევა.

ქსოვილის შერჩევისას ხარისხთან ერთად ფერიც გაითვალისწინეთ. ღია ფერებთან შედარებით, მუქი ფერის ქსოვილები ლაქების მიმართ უფრო გამძლეა, ბავშვებს კი მათი დასვრა მეტად უჭირთ.

 

შპალერისა და საღებავის არჩევა

 

ბავშვები ეხებიან ყველაფერს, არ აქვს მნიშვნელობა, ხელები დაბანილი აქვთ თუ არა. ნათითურები კი ხშირად შეღებილ კედლებზე რჩება ხოლმე. პრიალა კედელი ლამაზია, მაგრამ მარტივად დასვრადი. ამის ნაცვლად, კედელი გლუვი ზედაპირით დაფარეთ, რომელსაც დასვრის შემთხვევაში, ჩვეულებრივ გაწმენდთ ხოლმე.

რაც შეეხება შპალერს, ფლიზელინის შპალერი იდეალურია მაშინ, როდესაც თქვენს ბავშვს კედელზე ხატვა უყვარს. ფლიზელინის უპირატესობა სწორედ ისაა, რომ მისი გადაღებვა მარტივად და მრავალჯერ შეგიძლიათ.

 

მასალების შერჩევა

 

 

თუ სახლში ბავშვები გყავთ, უარი თქვით ბუნებრივ ქვასა და მარმარილოზე. ეს ორი მასალა ძალიან ლამაზ ინტერიერს ქმნის, მაგრამ უსწრაფესად ისვრება. მათ ნაცვლად გამოიყენეთ კორპის, ბამბუკის ან ვინილის იატაკი, რომელიც ნაკაწრების მიმართ გამძლეა, მოსავლელად კი - მარტივი.

 

სათამაშოების სათავსო

 

 

მშობლებისთვის ნაცნობია ის სიტუაცია, როდესაც სათამაშოები აბსოლუტურად ყველა ოთახში აწყვია. არ აქვს მნიშვნელობა, სახლს რამდენჯერ დაალაგებთ, სათამაშოები მაინც არასოდეს ილევა. ეფექტური გზა, ისეთი სათავსოს ძიებაა, რომელიც ზედმეტ სივრცეს არ დაიკავებს. ამიტომ შეიძინეთ სათავსოიანი დივნები და სავარძლები. ეს ავეჯი თავისი მრავალფუნქციურობით და პრაქტიკულობით ძალიან დაგეხმარებათ.

 

 უსაფრთხოებაზე ზრუნვა

 

უსაფრთხო სახლი იმის გარანტიაა, რომ ბავშვი ჯანმრთელი და ბედნიერი გაიზრდება. მოერიდეთ ისეთ ავეჯს, რომლებსაც ბასრი კუთხეები აქვთ. მათ ნაცვლად შეარჩიეთ მომრგვალებული ფორმის ავეჯი (მაგალითად, მრგვალი ყავის მაგიდა) ან შეიძინეთ სპეციალური დასამაგრებლები, რომლებითაც ავეჯის ბასრ კუთხეებს დააცობთ.