Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

29/10/2020 _ ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ ბინა თანამედროვე სტილში?

გიყვართ, როდესაც თქვენს სახლში სივრცე იგრძნობა, ბინა კი დამატებითი ნივთებით არ არის გადატვირთული? ამ ეფექტის მიღწევაში თანამედროვე სტილის ინტერიერის დიზაინი დაგეხმარებათ. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე დიზაინს თითქმის ერთსაუკუნოვანი ისტორიაც კი არ აქვს, ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინტერიერის სტილია, რომელსაც იყენებენ ოფისებისა თუ საცხოვრებელი ბინების მოსაწყობად.

 

სუფთა ხაზები, სიმარტივე, სწორად შერჩეული ტექსტურა - თანამედროვე სტილის დამახასიათებელი ნიშნებია. სიმარტივის მიუხედავად, არსებობს სხვადასხვა დეტალი, რომელიც მსგავსი ტიპის ბინის მოწყობისას უნდა გაითვალისწინოთ.   

 

ფერები

 

 

სიმარტივისა და სივრცის შექმნა ყველაზე მეტად ნეიტრალურ ფერებს შეუძლიათ. საბაზისო ფერებია: თეთრი, შავი და ნაცრისფერი. ამ ფერებიდან გამომდინარე კი უკვე შეგიძლიათ დიზაინში თბილი ფერები მოზომილად დაამატოთ. მაგალითად, თუ კედლები ნეიტრალურ ფერებშია შესრულებული, მკვეთრი ფერის აქსესუარები შეარჩიოთ. თუ კედლები და ფანჯრები პასტელურ ფერებშია გადაწყვეტილი, მაშინ დეკორაციები ნეიტრალური უნდა იყოს. თუ კედელი არის ღია, მკვეთრი ფერის, სხვა დანარჩენი ნეიტრალური ფერების შეარჩიეთ.

 

ავეჯი

 

ავეჯის მიხედვით ინტერიერის სტილის დადგენა მარტივად არის შესაძლებელია, განსაკუთრებით კი, თუ საქმე თანამედროვე სტილის დიზაინს ეხება. ამ სტილისთვის დამახასიათებელი ავეჯი სწორი, სუფთა და გლუვი ხაზებით გამოირჩევა. ის მოკლებულია მომრგვალებულ ფორმებსა და ორნამენტულ დიზაინს. მისი ქსოვილი შექმნილი ისეთი ნატურალურბოჭკოვანი მასალებისგან, როგორებიცაა, მატყლი, ბამბა, სელი და აბრეშუმი. გეომეტრიული ფორმის ბალიშები კი თანამედროვე სტილს ხაზს უსვამს.

 

 

არ დაგავიწყდეთ, რომ თანამედროვე დიზაინი მინიმალიზმის პრინციპებს მოიცავს: რაც უფრო ნაკლები დეტალია ინტერიერში, მით უკეთესი. შესაბამისად, ცოტა ავეჯის არჩევით, თქვენ დიდ სივრცეს შექმნით, რაც ასე საჭიროა თანამედროვე ბინებში.

 

განათება

 

კედლებზე სინათლის სწორად გადანაწილებაში ჭერის სანათები და არაპირდაპირი განათება დაგეხმარებათ. თანამედროვე ვიზუალის სანათები მეტალის ელემენტებით არის გაფორმებული და ზოგჯერ ფერადიც კია. თუ გსურთ, რომ ინტერიერში გამოკვეთოთ კონკრეტული აქსესუარები, როგორებიცაა, სურათები, პრინტები თუ პოსტერები, მათ გარშემო პროჟექტურული განათება დააყენეთ.

 

აქსესუარები

 

 

როგორც აღვნიშნეთ, თანამედროვე დიზაინში ავეჯი ფუნქციურობის მიხედვით უნდა აარჩიოთ და სივრცე არ უნდა გადატვირთოთ. სულ სხვანაირადაა აქსესუარების შემთხვევაში. აქ შეგიძლიათ კრეატიულობაც დაიხმაროთ და ბინის დიზაინი გაახალისოთ. სანათებიდან დაწყებული ლამაზი ხელოვნების ნიმუშით დამთავრებული - ამ დეტალების შეტანა ინტერიერს სიღრმესა და უნიკალურობას სძენს.

 

ეკომეგობრული დიზაინი

 

თანამედროვე დიზაინის ინსპირაციად გარემოსდაცვითი საკითხები გვევლინება. ეკომეგობრული დეტალები ინტერიერში თანამედროვე სტილის სახლს ქმნის. ინტერიერის დეტალებთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორი მასალებით არის აშენებული ესა თუ ის ბინა. არქიში ბინების მშენებლობა სწორედ ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით ხდება. როდესაც ენერგოეფექტური მშენებლობა და ეკომეგობრული ინტერიერის დიზაინი ერწყმის ერთმანეთს, ზუსტად იმ მწვანე საცხოვრებელ სახლს იღებთ, რომელიც მშვიდი და ჯანსაღი ცხოვრების გარანტია.