Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

30/03/2021 _ ინტერიერი

გაიცანით ქეთი - არქის ფილარმონიის ოფისის ადმინისტრატორი

 

 

2021 წელს ქეთი ლომსაძეს არქიში მუშაობის 5 წელი შეუსრულდება. მან თავი არქის სხვადასხვა დეპარტამენტში გამოცადა და ამ ეტაპზე ფილარმონიის ოფისში, ადმინისტრატორის პოზიციას იკავებს. ამჟამად ქეთი დისტანციურად აგრძელებს მუშაობას.

 

პირველი დღე არქიში

 

„არქიში ჩემი პირველი დღე სითბოთი და სიყვარულით იყო სავსე. სწორედ ის ოჯახური გარემო დამხვდა, რამაც 5 წლის განმავლობაში, დღემდე არ შეცვლილა. ეს სიახლეები და ოჯახური გარემო აღმოჩნდა სტიმული იმისა, რომ არქიში კიდევ ბევრი წელი დავრჩენილიყავი და თავი ისე მეგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. და მართლაც...  ყოველდღე სამსახურში მოსვლა ჩემთვის იგივეა, რომ მივდიოდე სახლში, სადაც ყველა ადამიანი სიყვარულით მხვდება.“

 

დღე, რომელიც დამამახსოვრდა

 

„რამდენიმე წლის წინ, არქიდან დუბაიში წაგვიყვანეს, უძრავი ქონების გამოფენაზე. ეს უკანასკნელი 3 დღე გრძელდებოდა, თუმცა ეს ამბავი იმხელა სტიმული იყო ჩემთვის, რომ დღემდე მახსოვს. იმის გათვალისწინებით, რომ მოგზაურობა თან ჩემი ჰობია, ძალიან მიხაროდა, არქიდან მე რომ შემარჩიეს. დუბაიში ყოფნამ დიდი გამოცდილება მომცა.“

 

ყველაზე მეტად რაც არქიში მომწონს

 

„5 წლის განმავლობაში არქი მუდამ გვერდში მედგა. ვფიქრობ, რომ კომპანია თითოეულ ჩვენგანს პროფესიონალურად და ინდივიდუალურად გვეპყრობა, ჩვენს სურვილებს კი ყოველთვის ითვალისწინებს. მაგალითად, ჩემთვის განსაკუთრებული სტიმული არქის ყოველწლიური დაჯილდოებებია, სადაც დაჯილდოებაზე ჩემი შრომა ფასდება და კომპანია სხვადასხვა ჯილდოთი თუ საჩუქრით მასაჩუქრებს. იმხელა სიყვარული მოდის თვითონ თანამშრომლების მხრიდანაც, რომ ნებისმიერი სამუშაო დღე პოზიტივითა და სითბოთი არის სავსე ხოლმე“.

 

რომ არა არქი

 

„იმდენად შევისისხლხორცე არქი, ამ კომპანიის გარეშე ჩემი ცხოვრება უკვე აღარც წარმომიდგენია. არქიში ძალიან ბევრი მიმართულებით უდიდესი გამოცდილება მივიღე. მაგალითად, მიმუშავია სატელეფონო ცენტრის ოპერატორად, შემდეგ - მიმღებში, რამდენიმე თვის წინ, არქი ისანის აქციას გაყიდვების ჯგუფთან ერთადაც ვახლდი. ერთი სიტყვით, ჩემი თავი ყველგან გამოვცადე. ახლა კი ადმინისტრატორის პოზიციას ვიკავებ და ფილარმონიის ოფისში ვმუშაობ. არქიში მართლაც სულ სხვა პერსპექტივაა. მოხარული ვარ, რომ იმაზე მეტი მანდეს, რაც მევალებოდა, ამ ყველაფერმა კი უდიდესი გამოცდილება და პროფესიული წინსვლა მომცა.“

 

ჩემი გეგმები

 

„ჩემი ყველაზე დიდი ინტერესი სამსახურთან ერთად ჩემს ოჯახს და მოგზაურობას უკავშირდება. პანდემიის დაწყებამდე, ხშირად ვმოგზაურობდი როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთაც. ამჟამად ოჯახის ახალ წევრს ველოდებით და დეკრეტულ შვებულებაში ვარ გასული. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, თუ როგორ მაქსიმალურად დამიდგა არქი გვერდით. რამდენიმე თვეა დისტანციურად ვმუშაობ და უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი როგორც კომპანიის, ასევე თანამშრომლების მხრიდან. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. სამომავლოდ ვგეგმავ, დროის უდიდესი ნაწილი ჩემს ოჯახს დავუთმო, პანდემიის დასრულების შემდეგ კი მოგზაურობების სერიები განვაახლო.“