Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

07/04/2021 _ ინტერვიუ

გაიცანით ქეთი - პერსონალური მრჩეველი არქიში

 

 

ქეთი კურტანიძე არქიში 2014 წლიდან მუშაობს და პერსონალური მრჩევლის პოზიციას იკავებს. ის ბინის შეძენის მსურველებს საოცნებო სახლამდე მიმავალ გზას უმარტივებს. 7-წლიანი გამოცდილება როგორც ქეთისთვის, ასევე არქისთვისაც ბევრი ბენეფიტის მომტანი აღმოჩნდა.

 

პირველი დღე არქიში

 

არქიში გასაუბრების დღე ყველაზე კარგად დამამახსოვრდა. 2014 წლის 10 მარტი იყო. გაყიდვების სფეროში გამოცდილება მანამდეც მქონია და მსგავსი პოზიცია მეორე ცნობილ კომპანიაშიც შემომთავაზეს. არქიში, ფაქტობრივად, გარდატეხის პერიოდი იდგა და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. სწორედ, ის გეგმები და გზები, რაც გასაუბრებაზე დავსახეთ, ის განწყობა, რაც აქ დამხვდა და ის რწმენა და ემოციები, რაც ამ კომპანიაში პირველივე დღეს მივიღე, აღმოჩნდა იმის მიზეზი, რომ ჩემს დიდხნიან მეგზურად არქი ამერჩია. ამას ჩემი აქ ყოფნის 7 წელიც ადასტურებს. მახსოვს იმდენად სასიამოვნოდ ჩაიბარა გასაუბრებამ, რომ გარეთ ჩემი მეგობრები მელოდებოდნენ და ეს ამბავი ერთად აღვნიშნეთ.

 

რაც ყველაზე მეტად ჩემს საქმიანობაში მომწონს

 

შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ 7 წელი ის პერიოდია, როცა ერთ პოზიციაზე ყოფნა ადამიანს ძალიან მოსაწყენი ეჩვენება. რეალურად, კი ჩემთვის ეს საქმიანობა მოსაბეზრებელი ან მოსაწყენი არასოდეს იქნება.

 

პირველ რიგში, როდესაც პერსონალური მრჩეველი ხარ, მუდმივად ახალ ადამიანებს და მათ ოჯახებს ეცნობი. იმდენად განსხვავებული და საინტერესო ადამიანები გვხვდებიან, მათთან ურთიერთობა არასოდეს მომბეზრდება. ძალიან საინტერესო და ემოციურია ის გზა, რომელსაც ჩვენ - პერსონალური მრჩევლები და მომავალი არქელები ერთად გავდივართ ხოლმე.

 

თავიდან ყველაფერი იწყება ფიქრით, რომ ამ ადამიანებს სურთ ჰქონდეთ სახლი, ის კეთილმოწყობილი სამყარო, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობენ. ჩვენ სწორედ ამ ფიქრის თანამოზიარენი ვხდებით, ვუსმენთ მათ ცხოვრებისეულ ისტორიებს, სურვილებს, ვითვალისწინებთ თითოეულ დეტალს, ერთად ვგეგმავთ მომავალი სახლის ადგილმდებარეობას, რამდენად ახლოს არის სკოლასთან, სამსახურთან თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან. მრავალფეროვანი სურვილები და ამ განსაკუთრებული ადამიანების ემოციები იმდენად საინტერესო ნაზავს ქმნის, რომ ეს პროცესი ერთფეროვანი არასოდეს ხდება.

 

დასამახსოვრებელი დღე არქიში

 

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თითოეულ მომხმარებელთან ურთიერთობა ჩემს ყოველ დღეს დასამახსოვრებელს ქმნის. თუმცა ჩემთვის ყველაზე ემოციური მაინც ემიგრანტებთან კომუნიკაციაა. თითოეული მათგანის ისტორია ძალიან სევდიანი და მტკივნეულია, რაც ჩემს საქმეს უფრო საპასუხისმგებლოს ხდის. ეს ადამიანები გვენდობიან და თავიანთი ოჯახის წევრებად  გვთვლიან, ისევე, როგორც ისინი არიან ჩვენი დიდი ოჯახის საამაყო წევრები.

 

განსაკუთრებით, დამამახსოვრდა ერთი ბიჭის ისტორია, რომელიც დასუფთავების სამსახურში მუშაობდა. მისი ოცნება ბინის შეძენა იყო და ხშირად ვკონტაქტობდით. იმდენად დაამახსოვრდა თავად არქი, ბოლოს მისთვის ეს სტიმულიც გახდა. ცოტა ხნის შემდეგ, არქიში შევქმენით ისეთი პროდუქტი, რომლის დახმარებით ამ ადამიანმა ჩვენთან ბინა იყიდა და ამჟამად ძალიან ბედნიერი არქელია.

 

რომ არა არქი

 

რომ არა არქი, არ ვიქნებოდი კარგი მსმენელი. ამ კომპანიაში მუშაობამ სწორედ ადამიანების მოსმენა მასწავლა. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ ხოლმე, მაგრამ ამ სფეროში მუშაობისას მოსმენა ბევრად მნიშვნელოვანია.  ეს იმდენად საინტერესო პროცესია და იმდენ სხვადასხვა ნიუანს მოიცავს, სამსახურიდან რომ გამოვდივარ, ყურსასმენებს ვიკეთებ, ვსეირნობ და ამ მიღებულ ემოციებს ვაანალიზებ ხოლმე.

 

მეორე მხრივ, არქიმ მასწავლა, თუ როგორია მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი. ამ მიმართულებით კომპანია ინტენსიურად მუშაობს და მომხმარებლის ხმას ყოველთვის ითვალისწინებს. ეს აისახება იმ პროექტებში, რომლებსაც მომავალ არქელებს ვთავაზობთ. ლოკაციიდან დაწყებული ყველა მნიშვნელოვანი დეტალი მათი სურვილის გათვალისწინებით იქმნება.

 

არქიმ ბევრი დადებითი ემოცია და არაჩვეულებრივი თანამშრომლები მაჩუქა. მიყვარს ჩემი გუნდი, სადაც ერთმანეთს არა მხოლოდ პროფესიულ ცოდნას, არამედ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასაც ვუზიარებთ. ის დაჯილდოებები, პრიზები თუ პროფესიული ტრენინგები, რასაც არქი თითოეულ ჩვენგანს გვაძლევს, მოტივაციაზე აისახება. თუნდაც ის ყურადღება, რომ კომპანია ყოველ დღესასწაულს გვილოცავს, იმის მანიშნებელია, რომ არქი თავის თანამშრომლებზე ზრუნავს. 

 

არქიმ გამაცნო ის არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ოცნების სახლს სწორედ ამ კომპანიაში ირჩევენ. არქელებისგან ძალიან ბევრი მადლიერების წერილი მომდის ხოლმე. რაც მთავარია, ჩვენი მეგობრული ურთიერთობა სამსახურის მერეც გრძელდება.

 

ჩემ შესახებ

 

პროფესიით ვარ ხელოვნებათმცოდნე, ასევე ვარ ყოფილი სპორტსმენი სინქრონულ ცურვაში. წყალი ჩემი სტიქიაა. მყავს დიდი ოჯახი და დიდი სამეგობრო წრე, რომლებთან ერთად გატარებული თითოეული დღე ძალიან საინტერესო და სახალისოა. მომავალში ვგეგმავ, ვისწავლო თხილამურებით სრიალი. ვფიქრობ, ეს აქტივობა განტვირთვისთვის იდეალური იქნება.

 

არქი მეხმარება დავიცვა ბალანსი პირად და პროფესიულ ცხოვრებაში. ჩემი და კომპანიის ღირებულებები თანხვედრაშია, რაც ბუნებრივად მიადვილებს ამ გარემოში ყოფნას. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ მე მჯერა ამ კომპანიის და ვიცი, რომ არქისთვის პიროვნება და მისი ოცნებები უმნიშვნელოვანესია.