Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

11/05/2021 _ ინტერვიუ

გაიცანით სოფო - პროექტების ადმინისტრაციული მენეჯერი

 

 

სოფო ფოჩხუა არქიში 2 წელია მუშაობს. თავდაპირველად ის სერვის მენეჯერი იყო, ახლა კი არქიტექტორების ჯგუფს შეუერთდა და პროექტების ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციას იკავებს.

 

პირველი დღე არქიში

 

არქიში დასამახსოვრებელი და ძალიან უჩვეულო პირველი დღე მქონდა. ორშაბათის ნაცვლად, შაბათს ფრისეილზე მოსვლა მთხოვეს. ფრისეილი ეს წინასწარი გაყიდვების ღონისძიებაა, რომელსაც პანდემიამდე არქი ხშირად ატარებდა ხოლმე. სწორედ აქ მომიწია თანამშრომლებსა და მომხმარებლებთან პირველი შეხება. ვუყურებდი, თუ როგორი ბედნიერები იყვნენ არქელები ბინის შეძენით. ეს ემოციები იმდენად გადამდები იყო, რომ ამ 2 წლის მანძილზე გამომყვა კიდეც. 

 

ცვლილებები, რაც არქიში განვიცადე

 

1 კომპანია და 2 აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია - ამ ცვლილებამ უდიდესი გამოცდილება მომცა. როცა სერვის მენეჯერი ვიყავი, ურთიერთობა ძირითადად ჩვენს მომხმარებლებთან მქონდა. ამ პოზიციაზე მუშაობისას ვაკეთებდი მაქსიმუმს იმისთვის, რომ არქელებისთვის საუკეთესო მომსახურება შემეთავაზებინა. ზოგადად, ეს საქმე დიდ დროს და შრომას მოითხოვს, მიზანი კი არის ის, რომ ჩვენი მომხმარებლები ბედნიერები გავხადოთ.

 

რაც შეეხება პროექტების ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციას, ხშირად თვლიან, რომ ბექში მუშაობა ბევრად კომფორტული და ნაკლებ შრომატევადია. რეალურად, ეს ასე არ არის. ერთმა გაუთვალისწინებელმა დეტალმაც კი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის წინაშე დაგაყენოს. ამიტომ, ვალდებული და, მათ შორის, პასუხისმგებელი ხარ, ყველაფერი დეტალებში გათვალო.

 

დიდი ცვლილება ოფისის შეცვლამაც მოახდინა. თავიდან არქი ფილარმონიის ოფისში ვმუშაობდი, ახლა კი ყიფშიძეზე, სათავო ოფისში გადმოვედი. ფილარმონიის ოფისში მხოლოდ მომსახურების სფეროს წარმომადგენლები ვიყავით. ყველას ერთი ამოსავალი წერტილი გვქონდა - გვეზრუნა ჩვენი მომხმარებლების ბედნიერებაზე. ეს ბედნიერება იმდენად გადამდები იყო, რომ თავად მეც მთელი დღის განმავლობაში ამ განწყობაზე ვიყავი. აქ კი მომხმარებელთან შეხება არ მიწევს, უფრო დიდხანს ვრჩები საკუთარ თავთან და ბევრი ფიქრის საშუალებაც მაქვს.

 

ყველაზე დასამახსოვრებელი დღე

 

როდესაც სერვის მენეჯერად ვმუშაობდი, ყოველი დღე დასამახსოვრებელი იყო, რადგან ურთიერთობა ჩვენს მომხმარებლებთან მიწევდა. მახსოვს მათი ემოციებიც, როდესაც ახალი ბინის გასაღებს გადავცემდით ხოლმე.   

 

თავად კომპანიის დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ ცალკე დასამახსოვრებელ დღეებს ქმნის. სხვადასხვა დღესასწაულის აღნიშვნა, საჩუქრების გადმოცემა და ყურადღება ყოველთვის დადებით ხასიათზე მაყენებს და საუკეთესო მოგონებებით მასაჩუქრებს.

 

რომ არა არქი

 

პროფესიული კუთხით, არქიმ უდიდესი გამოცდილება რადიკალურად განსხვავებულ სფეროებში მომცა. ამის გარდა, ვთვლი, რომ როგორც პიროვნება, არქიში ძალიან გავიზარდე. ამ კომპანიამ მომცა სტაბილურობის განცდა. ზოგადად, ზოგჯერ გვგონია, რომ ყველაზე მეტად დაკავებულები ჩვენ ვართ ხოლმე. არქიში მუშაობის პერიოდში, ეს წარმოდგენა შემეცვალა. ვხვდები, თუ როგორ სამართლიანად არის საქმე გადანაწილებული. თითოეულ დეტალში კი ჩემი თანამშრომლების პროფესიონალიზმი იგრძნობა, რაც, თავისთავად, კომპანიის წარმატებას განსაზღვრავს. ვისწავლე სხვისი შრომის დანახვა, ემოციების კონტროლი და მათი სწორად გამოყენება.

 

ჩემ შესახებ

 

ძალიან მიყვარს იოგა - ეს მეხმარება შევინარჩუნო ბალანსი. მიყვარს ვეს ანდერსონის ფილმების ყურება. განსაკუთრებით რთულ პერიოდში წიგნების კითხვა მამშვიდებს, ბევრი პერსონაჟი მყავს, რომლებსაც თავს ვადარებ ხოლმე. მიხარია, რომ არქი ხელს მიწყობს ჩემი საყვარელი საქმიანობით დავკავდე. კომპანიას ფიტპასი ემსახურება, რომლის მეშვეობითაც დატვირთული დღის შემდეგ ჩემს საყვარელ ადგილას მივდივარ და ვცურავ ხოლმე.