Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

10/03/2021 _ ინტერვიუ

გამწვანების ღონისძიება არქიში

არქიში კიდევ ერთი გამწვანების ღონისძიება გაიმართა. ამჯერად არქის გუნდის წევრებმა და მობინადრეებმა არქი ვაზისუბანი 1-ის ეზოს გამწვანება გადაწყვიტეს. პროექტი 3 კორპუსს აერთიანებს, აქედან, A და B ბლოკები დასრულებულია, ხოლოდ C ბლოკის მშენებლობა ისევ მიმდინარეობს. გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა 3-ვე ბლოკის მობინადრეებმა მიიღეს და ეზოში საკუთარი სახელობის ხეც კი დარგეს.

როგორც არქის მარკეტინგის მენეჯერი, ელენე ბარათაშვილი, აღნიშნავს, გამწვანების ღონისძიებას პატარა არქელებიც აქტიურად შეუერთდნენ.

 

 

„ძალიან კარგი ამინდი გვაქვს. არაჩვეულებრივი გარემო და სიტუაციაა. ყველა მონაწილე მხიარულად და შემართებით არის, განსაკუთრებით კი, ჩვენი პატარა არქელები აქტიურობენ. ისინი არასოდეს აკლდებიან ამ ღონისძიებებს და განსაკუთრებული ენთუზიაზმითაც არიან განწყობილნი“, - ამბობს ელენე.

არქი ვაზისუბანი 1-ის ეზოში 100-ზე მეტი ხე და ბუჩქოვანი მცენარე დაირგო. 

 

 

„გამწვანება ჩვენი პრიორიტეტია, შესაბამისად, თითოეულ კომპლექსში  მაქსიმალურად დიდ რეკრეაციულ ზონას ვითვალისწინებთ ხოლმე. თავად ეზოს კი ეტაპობრივად, ჩვენს არქელებთან ერთად ვამწვანებთ. დღევანდელი დღისთვის მხოლოდ 100-ზე მეტი ხე და ბუჩქი დაირგო, თუმცა ნელ-ნელა სხვა სახის გამწვანების დამატებასაც ვაპირებთ. ეზოს კეთილმოწყობასთან ერთად, არქი ვაზისუბნის ამ კომპლექსს დაემატება სპორტული და საბავშვო სივრცეები. გვინდა, რომ ჩვენმა არქელებმა საკუთარ ეზოში თავი კომფორტულად იგრძნონ“, - აღნიშნავს ელენე.

გამწვანების ღონისძიებაზე ხეების დარგვასთან ერთად, არქიმ პატარა მონაწილეებს გასართობი აქტივობებიც შესთავაზა. სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულმა ანიმატორებმა მონაწილეების განწყობაზე იზრუნეს და ხეების დარგვის პროცესიც უფრო გაამხიარულეს.

 

 

არქიში გამწვანების აქცია ერთგვარი ტრადიციაა. წინა წლებში, არქის გუნდმა არქელებთან ერთად გაამწვანა არქი ისანის, მუხიანისა და დიღომის კომპლექსების ეზოები. აქტიურად მიმდინარეობს კამპანია #არქელებიგარემოსთვის, რომლის ფარგლებშიც არქელებმა დარგეს რამდენიმე ასეული წიწვოვანი და ბუჩქოვანი მარადმწვანე თუ დეკორატიული ხეები. ნაძვი, კვიპაროსი თუ ტუია ის ძირითადი მარადმწვანე ხეებია, რომლებიც არქის კომპლექსების ეზოებში ირგვება. ეს ხეები განაპირობებენ სუფთა ჰაერსა და ჯანსაღ გარემოს, რაც არქის მაცხოვრებლებზე დადებითად აისახება.