Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

28/08/2020 _ ინტერიერი

გაიგე უფრო მეტი განათების შესახებ

განათებას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის ინტერიერის ერთ-ერთი მაფორმირებელი საშუალებაა. განათება სახლს ალამაზებს, შეფერილობას სძენს და განსაკუთრებულს ხდის. რადგან ადამიანები სინათლეს არა მარტო ხედვით აღვიქვამთ და ეს უკანასკნელი ჩვენს განწყობებზე დიდ ზეგავლენას ახდენს, ბინაში განათების სწორად შერჩევა სახალისოსთან ერთად საპასუხისმგებლო საქმეცაა.  

 

ბუნებრივი სინათლე და მზის სხივები ჩვენი პოზიტიური განწყობებისთვის, პროდუქტიულობისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პირობაა. ამიტომ უმჯობესია ბინაში თუ ბევრი ფანჯარა, შესაბამისად, ბევრი ბუნებრივი სინათლეა. მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ ამის საშუალებას ბინის გეგმარება არ იძლევა ან წვიმიანი, ზამთრის ამინდები არ გვიწყობს ხელს? ბუნებრივი განათების გარდა არსებობს ხელოვნური განათება, რომელიც იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ცივი, ნახევრად ცივი, თბილი და ნახევრად თბილი განათებები. განსხვავებული ფერთა გამა ადამიანში განსხვავებულ ემოციებს იწვევს. განათების ფერის შერჩევით ჩვენი განწყობის გაუმჯობესება და გახალისება შეგვიძლია. ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, რომ ძირითად განათებად ფერადი განათება არ უნდა დავაყენოთ, რადგან ის არა ხასიათის გაუმჯობესებას, არამედ პირიქით - გაღიზიანებას იწვევს. ძირითადი განათება იმ ტონალობებში უნდა იყოს გადაწყვეტილი, რომლებიც სხვადასხვა საქმიანობის, მაგალითად, სადილობის თუ მუშაობის, შესრულების მოტივაციას მოგვცემს. განწყობის ასამაღლებლად და გასახალისებლად კი უბრალოდ შეგვიძლია კონკრეტული ფერის განათება ჩავრთოთ.

 

 

სახლი დასვენების ადგილია. ამ ატმოსფეროს შექმნა, პირველ რიგში, თბილ განათებას შეუძლია. რაც შეეხება, ცივ განათებას, ის უმჯობესია, სამუშაო ოთახში გამოიყენოთ. სწორედ ის იქნება მთავარი ფაქტორი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ არ მოდუნდეთ, იყოთ პროდუქტიული და მობილიზებული მთელი დღის განმავლობაში. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ამ ტიპის განათება არ უნდა იყოს არც ძალიან მკვეთრი და არც ძალიან რბილი. საძინებელ ოთახში კი მკვეთრ განათებასთან ერთად რბილი განათებაც უნდა გქონდეთ. რეკომენდებულია თუ ძილისწინ მკვეთრიდან რბილ განათებაზე გადახვალთ. ეს ჯერ მოდუნებაში დაგეხმარებათ და შემდეგ - სწრაფად დაძინებაში.

 

არსებობს განათების რამდენიმე სახეობა: LED, ტრადიციული ვარვარები და ფლუროსცენტული ნათურები. მათ შორის LED განათება უპირობო ლიდერია. ის საშუალებას გვაძლევს ერთდროულად დავიკმაყოფილოთ ჩვენი ესთეტიკური და ფუნქციური მოთხოვნილებები. ერთი მხრივ, ამ ტიპის განათება ვიზუალურად ძალიან ლამაზია, მეორე მხრივ, კი ის ეკოლოგიურად სუფთა, 10-ჯერ ეკონომიური და ბევრად გამძლეა. ფერების სიუხვე და კომპაქტურობა საშუალებას გვაძლევს განათების არნახული ფორმები და ეფექტები შევქმნათ.

 

რაც შეეხება დეკორატიულ განათებას, მისი მრავალი ტიპი არსებობს: ბრა, კედლის/ჭერის სანათი, მაგიდის სანათები, სპოტები, ტორშერები, ღამის სანათები, წერტილოვანი განათება და ჭაღები. ჩამოთვლილთაგან თითოეული მათგანი ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ისინი არა მარტო სივრცის განათებაში გვეხმარება, არამედ ხაზს უსვამს ინტერიერის სტილსაც. თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, მეტალის, ხისა თუ მინისგან დამზადებული განათებები მოდურია და თანამედროვე დიზაინს ქმნის. ასეთი განათება ყურადღებას იპყრობს და ორიგინალურად გამოიყურება. განათებების შერჩევისას პოპულარულია ბაროკოსა და ლოფტის სტილი. სანათები ამ დროს მეტად დატვირთული ელემენტებისგან შედგება.

 

თუ უკვე შეიძინეთ ბინა არქიში და ბინის გაფორმების ყველაზე სახალისო ეტაპზე, განათების შერჩევაზე, გადახვედით, არქის ლოიალურობის ბარათი, არქი ქარდი, დაიხმარეთ. არქი ქარდის მეშვეობით ჩვენს პარტნიორ კომპანიებში სანათების ფართო არჩევანი დაგხვდებათ, რომლებიც ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნას აკმაყოფილებს.