Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

18/01/2021 _ გამწვანება

მცენარეები, რომლებიც სამუშაო ოთახში უნდა გქონდეთ

მცენარეებს ჯადოსნური ძალა აქვთ - მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე საკმაოდ დიდია და არა მხოლოდ... სწორი მცენარეების შერჩევით თქვენ შეგიძლიათ საგრძნობლად გაზარდოთ მუშაობის ხარისხი და პროდუქტიულობის დონე. სწორედ, ამიტომ, ოფისებსა და სამუშაო სივრცეებში ბევრ მცენარეს შეხვდებით. ამას თავისი მეცნიერული მიზეზიც აქვს. თანამშრომლები, რომელთა სამუშაო სივრცის განუყოფელ ნაწილს მცენარეები წარმოადგენენ, 15%-ით უფრო კრეატიულები არიან, ვიდრე ისინი, რომელთა ოფისშიც მწვანე ელემენტები არ გვხვდება. იგივე პრინციპი მოქმედებს სამუშაო ოთახის შემთხვევაშიც. ინტერიერის დიზაინერები თვლიან, რომ ჩვენი სამუშაო ოთახის მთავარი დეკორის როლს მცენარეები უნდა ითავსებდნენ. წარმოგიდგენთ იმ მცენარეებს, რომლებიც თქვენს სამუშაო ოთახს ან კუთხეს უნდა ამშვენებდნენ:

 

ოქროსფერი ეპიპრემნუმი

 

გულის ფორმის მქონე ფოთლოვანი, მარადმწვანე მცენარე ზუსტად რომ სამუშაო ოთახისთვისა განკუთვნილი. მცენარის ეს სახეობა სინათლის ნებისმიერ დონეს მარტივად ეგუება. რადგან სამუშაო ოთახში ბევრს მუშაობთ, რა თქმა უნდა, დრო მცენარეების მოსავლელად არ გექნებათ. ოქროსფერი ეპიპრემნუმი კი უმარტივესი მოსავლელია. მისი ლამაზი ფორმის ფოთლები ინტერიერში იმდენად დახვეწილ გარემოს ქმნის, რომ სამუშაო განწყობა აუცილებლად აგიმაღლდებათ.

 

აგლაონემა

 

აგლაონემა საკმაოდ საინტერესო მარადმწვანე მცენარეა. მწვანე ფოთლებთან ერთად, მას წითელი ან ვერცხლისფერი კენკრაც ამშვენებს. ეს მცენარე პოპულარულია ჩინეთში და ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლოდაც აღიქმება.

 

ბენჯამინის ფიკუსი

 

ეს უნივერსალური მცენარეა, რომელსაც „მარტო დგომა“ უყვარს. ბენჯამინის ფიკუსის ფესვები ინდოეთის ტყეებიდან მოდის. არ დადგათ ფანჯარასთან ან კართან ახლოს, რადგან შემომავალი სიცივე მცენარეს ავნებს.

 

დრაცენა

 

დრაცენა ის მცენარეა, რომელსაც ინტერიერის დიზაინერები ხშირად ირჩევენ ხოლმე. ამ მცენარეს შეუძლია სამუშაო ოთახში ფოკუსის წერტილი შექმნას და ნებისმიერი შემომსვლელის ყურადღება მაშინვე მიიპყროს.

 

რადგან თითოეული სამუშაო ოთახი კომპიუტერით არის აღჭურვილი, ჰაერში ბევრი საზიანო ტოქსინი გროვდება, რომელთა მოშორებაში დიდ როლს დრაცენა თამაშობს.

 

სანსევერია

 

ყველაზე უპრობლემოდ მოსავლელი მცენარე სანსევერიაა, რომელსაც შეუძლია უწყლოდ, დაბალ სინათლეზე ერთი თვეც კი გაძლოს. მისი უხეში შესახედაობა კი შეიძლება თქვენი სამუშაო უნარჩვევებისთვის დიდი სტიმულიც კი აღმოჩნდეს.

 

მიმზიდველი მონსტერა

 

სახელის მიუხედავად, ამ მცენარეს ლამაზი ვიზუალი აქვს და მორწყვაც ორ კვირაში ერთხელ უნდა. ის იზრდება სწრაფად, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ დიდი ქოთანი დაგჭირდებათ. ეს მცენარე ასევე არაჩვეულებრივად წმენდს ჰაერს.

 

კაქტუსი

 

სამუშაო ოთახის განუყოფელი ნაწილი კაქტუსია. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ის სამუშაო სივრცეებისთვისაა შექმნილი. კაქტუსს არ სჭირდება ხშირი მორწყვა. ის ჰაერს დამაბინძურებელი ნივთიერებებისგან იდეალურად წმენდს. გაითვალისწინეთ, რომ კაქტუსს უყვარს ბევრი სინათლე და უმჯობესია, თუ მას ფანჯრის რაფაზე დადგამთ.

 

თუ ბინა შეძენილი გაქვთ არქის დასრულებულ პროექტში და საჩუქრად ლოიალურობის ბარათი, არქი ქარდი, გადმოგეცათ, თქვენ შეგიძლიათ სამუშაო ოთახისთვის განკუთვნილი მცენარეები არქის პარტნიორ კომპანიებში დიდი ფასდაკლებით შეიძინოთ.