Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

17/02/2021 _ ინტერიერი

ორიგინალური დეკორი, რომელიც თქვენს სახლს გაალამაზებს

პატარა დეტალები სახლში სიმყუდროვის განცდას გვიქმნის. სარემონტო სამუშაოებთან ერთად, როგორებიცაა, შპალერისა და იატაკის საფარის შერჩევა თუ განათების დამონტაჟება, სახლურ გარემოს ასევე სხვადასხვა დეკორი ქმნის. ინტერიერში საინტერესო ვიზუალის მქონე აქსესუარების დამატებით, თქვენ ბინაში შემოგაქვთ ინდივიდუალურობა, ხასიათი და ფერები.  ჩვენ გირჩევთ რამდენიმე დეკორს, რომელიც განსხვავებულ ვიზუალურ მახასიათებლებთან ერთად, ფუნქციურობითაც გამოირჩევა.

 

რკინის ბადე

 

 

სამუშაო ოთახში მოტივაცია ყველაზე მეტად გჭირდებათ. სამოტივაციო წერილები, სახალისო სურათები თუ გასაკეთებელი საქმეების სია მოტივაციას აგიმაღლებთ და სამუშაოს შესრულებასაც გაგიადვილებთ. რკინის ბადე ბიუჯეტური ვარიანტია, რომელსაც თქვენს სამუშაო მაგიდას დაუმატებთ და სამოტივაციო ნივთების საორგანიზაციოდ გამოიყენებთ. მსგავსი ბადეები ჩვეულებრივ კედელსაც ალამაზებს და ინსტაგრამისთვის სურათების გადასაღებად ძალიან ლამაზად გამოიყურება.

 

მეტალის კარადები

 

 

სახლის დეკორში მეტალი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი მასალაა, რომელიც ინტერიერის ნებისმიერ სტილს შეესაბამება. ამ მასალას იმდენად უნივერსალური მახასიათებლები აქვს, რომ თანაბრად უხდება კლასიკურ, ელეგანტურ და თანამედროვე სტილის ბინებს. მეტალის კარადა ფუნქციურად საჭირო ნივთია, რომელიც სათავსოდაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მისი ვინტაჟური ვიზუალი კი ინტერიერში სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნის. დაუმატეთ ლავანდისფერი აქსესუარებიც. თქვენ ძალიან საინტერესო ვიზუალს მიიღებთ, რაც განწყობაზე დადებითად და დამამშვიდებლა იმოქმედებს.

 

დისკო ბურთი

 


ინტერიერის დიზაინში დისკო ბურთის დამატება სწორედ ისაა, რაც აუცილებლად გჭირდებათ. ეს ულამაზესი დეკორი ნებისმიერ ოთახს უხდება. მაგალითად, საძინებელ ოთახში მას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, მისაღებ ოთახში კი გლამურურ მუხტს ქმნის, რაც ამ სივრცეს უფრო სტუმართმოყვარეს და მეგობრულს ხდის. იმისთვის, რომ ეს მუხტი გაამრავალფეროვნოთ, დიზაინში სარკიანი ზედაპირი ან პრიალა ქსოვილის მქონე ბალიშები დაამატეთ.

 

საქანელა სკამი

 

 

ელეგანტური, კომფორტული და ყველა ასაკის ადამიანისთვის გათვლილი საქანელა სკამი ინტერიერში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დეკორია. საქანელა სკამებს მრავალი სარგებელი შეგიძლიათ მოუძებნოთ. პირველ რიგში, ის დასვენებისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა და თქვენს განწყობაზეც დადებითად მოქმედებს. დამღლელი დღის შემდეგ კი საქანელა სკამში ჩაჯდომა ერთი დიდი სიამოვნება და კომფორტია, რომელიც შეგიძლიათ თქვენს სტუმრებსაც გაუზიაროთ.

 

საწოლის ფარდები

 

 

ნაზი ფარდებით მორთული საწოლი ულამაზესად გამოიყურება. ვიზუალურ ეფექტთან ერთად ფარდები ძალიან ფუნქციურიცაა. მაგალითად, ისინი ამცირებენ მტვერს და უზრუნველყოფენ სინათლის კონტროლს. ვარდისფერი ან ცისფერი ფარდები არაჩვეულებრივია საბავშვო ოთახში და ბავშვებისთვის ზღაპრულ გარემოს ხდის.