Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

21/08/2020 _ სხვა

რატომ უნდა შეიძინოთ პარკირების ადგილი?

საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრება ბევრ უპირატესობას მოიცავს. ერთ-ერთი ასეთი ბენეფიტი პარკინგის არსებობაა. დამატებითი კომფორტი და მაცხოვრებელზე მორგებული ეს სივრცე დეველოპერული კომპანიის გამოცდილებასა და ხარისხიან მომსახურებაზე მეტყველებს. არქის ყველა პროექტი მოიცავს პარკინგს, მათ შორის, მრავალდონიან, 3 თუ 4-დონიან პარკინგებს. ღია და დახურული ავტოპარკინგი მაცხოვრებლების კეთილდღეობის აუმჯობესებს და ქალაქში ავტოპარკინგის პრობლემის მოგვარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. რატომ უნდა შეიძინოთ ადგილი დახურულ პარკინგზე და რა ბენეფიტები აქვს ამას?

 

 

  • უსაფრთხოება

 

პირველ რიგში, საცხოვრებელ სახლთან არსებული პარკინგი უსაფრთხოების სრულ „პაკეტს“ უზრუნველყოფს. დახურული პარკინგი, რომელიც ვიდეომეთვალყურეობის სისტემით არის აღჭურვილი, თქვენს მანქანას და მასში არსებულ ნივთებს ქურდობისგან იცავს. ასევე დახურულ პარკინგზე მდგომი მანქანის საღებავი უფრო მდგრადია და მალე არ ხუნდება.  ეს კი ზედმეტ ხარჯებს თავიდან აგარიდებთ. დახურულ პარკინგზე მაცხოვრებლებს საკუთარი მანქანისთვის ადგილი აქვთ შეძენილი და მანქანებს შორის გარკვეული დისტანცია არსებობს. ის შემთხვევითობა, რომ ვინმემ თქვენს საკუთრებას თავისი მანქანა გაკრას და დაგიზიანოთ, გამორიცხულია.

 

  • ამინდი

 

ამინდი მანქანის დაზიანების ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება გახდეს. სეტყვას, სიცხეს, წვიმას, ქარსა თუ თოვლს თქვენი მანქანის დაზიანება მარტივად შეუძლია. დახურული პარკინგის ერთ-ერთი უპირატესობაც სწორედ ესაა, რომ ბუნებრივი მოვლენები თქვენს მანქანაზე არ მოქმედებს.  მიუხედავად იმისა, რომ ამ სივრცეში ჰაერი ბოლომდე არ რეგულირდება, ტემპერატურის კონტროლი მაინც შესაძლებელია. მაგალითად, ზამთარში მანქანიდან თოვლის გადაყრა არ მოგიწევთ, ზაფხულში კი - ის არ გადახურდება.

 

  • დამატებითი სათავსო

 

სივრცე ისაა, რაც ყოველთვის გჭირდებათ. დამატებით სივრცეზე კი უარის თქმა არ ღირს. პარკინგი ამ ფუნქციითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ის თქვენს სათავსო სივრცეს 2-ჯერ და 3-ჯერაც კი გაზრდის. შესანახად კი ის ნივთები შეგიძლიათ შეინახოთ, რაც სახლში უკვე აღარ ეტევა და დიდ ადგილს იკავებს.

 

  • კომფორტი            

 

არც არავინ დავობს იმაზე, რომ პარკინგის დანიშნულება მააცხოვრებლისთვის კომფორტის მინიჭებაა. დახურულ პარკინგზე ადგილის შეძენა ნიშნავს შემდეგს: სამსახურიდან დაბრუნებულს თქვენ არ გიწევთ მანქანა რამდენიმე კორპუსის დაშორებით დააყენოთ, რადგან საკუთარი საპარკინგე სივრცე გაქვთ. პარკინგზე მდებარე ლიფტი კი თქვენივე საცხოვრებელ სართულზე აგიყვანთ.

 

  • ხედებით ტკბობა

 

 დახურული ავტოსადგომი ბევრ მწვანე და რეკრეაციულ ადგილს ნიშნავს. თბილისისთვის ცნობილია ის სიტუაციები, როდესაც ბავშვებისთვის და რეკრეაციისთვის გამოყოფილ სივრცეებს კი მანქანები იკავებენ ხოლმე. კორპუსების წინ მდგარი ბევრი მანქანა კი ხედს აფუჭებს. სწორედ ამიტომ დახურული ავტოსადგომი მაცხოვრებელს საშუალებას აძლევს ლამაზი ხედებით დატკბნენ და რეკრეაციული სივრცეები სრულად აითვისონ.