Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

31/03/2021 _ ინტერიერი

როტანგის დაწნული ავეჯი ინტერიერის დიზაინში

გარემოზე ზრუნვა ადამიანების ცხოვრების ნებისმიერ სფეროში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მათ შორის, არც ბინის მოწყობაა გამონაკლისი. დიზაინერები მუდამ ცდილობენ ინტერიერში ნატურალური, ორგანული დიზაინები გამოიყენონ და მობინადრეებთან ერთად გარემოსაც მოუფრთხილდნენ. როტანგი ერთ-ერთი ეკომეგობრული მასალაა, რომელსაც ინტერიერის დიზაინში უკვე ათწლეულებია იყენებენ.

 

რა არის როტანგი?

 

 

როტანგი ლიანაა, რომელიც ტროპიკულ ტყეებში იზრდება და ხიდან ხეზე ფოთლებით ან ყვავილებით ცოცავს. ყველაზე ცნობილია როტანგის პალმა, რომელსაც ხშირად შეხვდებით დაწნულ ავეჯში. როტანგის მასალა გამოირჩევა გამძლეობითა და, ამავდროულად, სიმსუბუქით. ამ მასალით დამზადებულ ავეჯს ვერც სიცხე და ვერც ტენიანობა ვერაფერს აკლებს, ის ასევე გამძლეა მწერების მიმართ. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ როტანგის ავეჯს როგორც ინტერიერში, ასევე ეზოებისთვისაც იყენებენ.

 

როტანგის მასალისგან დამზადებული ავეჯი ინტერიერში აქტიურად უნდა გამოიყენოთ, თუ გსურთ, რომ:

 

შექმნათ დამატებითი სათავსოები

 

სათავსოები სახლში ზედმეტი არასდროს არის, როტანგისგან დამზადებული კალათები კი იდეალური ვარიანტია იმისთვის, რომ ყოველდღიური ნივთები მათში შეინახოთ. თუ სახლში ბავშვებიც გყავთ და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებულ სათავსოს ეძებთ, სადაც სათამაშოებს შეინახავთ, როტანგის კალათების გამოყენება ძალიან კარგი იდეა იქნება.

 

გამოიყენოთ როგორც ინტერიერში, ასევე ეზოებსა და აივნებზე

 

 

როტანგი იმდენად უნივერსალური მასალაა, რომ ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სახლის შიგნით, ასევე ეზოებსა და აივანზე. იმის გათვალისწინებით, რომ როტანგი რეზისტენტულია მწერების, სიცხისა და ტენიანობის მიმართ, აივნებისთვის ის ულამაზეს დეკორს ქმნის. 

  

შექმნათ ზონირება

 

ინტერიერის დიზაინში შირმები სივრცის ზონირებისთვის გამოიყენება. სივრცესთან ერთად ისინი ხმის იზოლაციასაც უზრუნველყოფენ. როტანგისგან დამზადებული შირმები დიდი ფართის ბინებში გამოიყენება. როტანგის მასალა გიქმნით პირადი სივრცის შეგრძნებას, სადაც სიმყუდროვე და სიწყნარეა გამეფებული.

 

მოუწყოთ სივრცე ოთხფეხა მეგობრებს

 

რადგან როტანგი ეკოლოგიურად სუფთა მასალაა, მას შინაური ცხოველების საწოლებისთვის იყენებენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ როტანგის ავეჯის დამზადებისას არ გამოიყენება წებო ან სხვა ქიმიური ნივთერებები. ეს კი თქვენი ცხოველების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას განაპირობებს. ისინი როტანგის დაწნულ საწოლში თავს მყუდროდ და დაცულად იგრძნობენ. 

 

შექმნათ საინტერესო დეკორი

 

 

როტანგისგან არა მხოლოდ ავეჯს, არამედ საინტერესო დეკორსაც ამზადებენ. თავად ეს მასალა ნეიტრალური ფერებით გამოირჩევა და ნებისმიერ დიზაინს უხდება. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ინტერიერის სტილს აირჩევთ, იქნება ეს, თანამედროვე, მინიმალისტური თუ ბოჰემური, როტანგის დეკორი თითოეულ მათგანს ამშვენებს.

 

შექმნათ ორიგინალური და ეკომეგობრული დიზაინი

 

თუ გარემოზე ზრუნვა თქვენი პრიორიტეტია და ამ დეტალს ბინის ინტერიერშიც ითვალისწინებთ, მაშინ როტანგის დაწნული ავეჯი სათქვენო ყოფილა. ორიგინალური დიზაინი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალა თქვენს სახლს მყუდროს, ჯანსაღსა და საინტერესოს გახდის.