Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

05/01/2021 _ ინტერვიუ

ელენე ბარათაშვილი არქის ჯადოსნური ახალი წლის შესახებ

როდესაც ჩვენს ეზოებში, ბაღებსა თუ უბრალოდ ქუჩებში საახალწლო განათებები ირთვება, უკვე ვიცით, რომ ახალი წელი სულ ახლოსაა. 2020 წლის სირთულეებიდან გამომდინარე, წინასაახალწლო პერიოდს განსაკუთრებული მოლოდინები ახლავს თან - ყველას გვჯერა, რომ მომავალი წელი ბევრად უკეთესი და პოზიტიური იქნება.

 

არქი ყოველწლიურად ცდილობს, რომ თავის მაცხოვრებლებს წინასაახალწლო განწყობა შეუქმნას და გაუხალისოს. არქის ყველა საცხოვრებელი სახლი და მათი ეზოები სხვადასხვა ლამაზი დეკორაციით ირთვება და ნათდება. წლევანდელი წელიც არ ყოფილა გამონაკლისი. არქის თანამშრომლებმა ეზოების გალამაზება ისნის კომპლექსიდან დაიწყეს.

 

 

არქის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ელენე ბარათაშვილი, ამბობს, რომ ახალი რეკომენდაციების გათვალისწინებით სახლში დარჩენასთან ერთად, მათ მიერ შექმნილი საზეიმო გარემო არქელებს გაახალისებს და ამ პერიოდის გადატანას გაუადვილებს.   

 

„ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ, რომ ჩვენს არქელებს, წინასაახალწლოდ, მაქსიმალურად პოზიტიური და ხალისიანი განწყობა შევუქმნათ. შესაბამისად, ყველა საცხოვრებელ სახლს ვალამაზებთ და ვანათებთ ხოლმე. საკმაოდ რთული წლიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიურ განწყობაზე ვიზრუნოთ. აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ ეს ჯადოსნური პერიოდი ზღაპრულად გავატაროთ,“ - ამბობს ელენე.

 

განათებულმა არქი ისანის კომპლექსმა ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღება უკვე მიიქცია. 10 000 კვადრატრული მეტრის ეზო თავისი ველობილიკებით, ფანჩატურით და საბავშვო მოედნით ისედაც ლამაზად გამოიყურებოდა, საახალწლო განათებებმა კი ამ გარემოს ჯადოსნური იერი შესძინა.

 

 

 

„ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ არქი ისანის კომპლექსის გამწვანებულ ეზოს, რომელიც ამ საცხოვრებელი სახლების მთავარი უპირატესობაა. აქ უამრავი ხე და მცენარეა, რომლებიც მოვრთეთ და გავალამაზეთ. საბოლოოდ, ზღაპრული გარემო მივიღეთ. ეს სილამაზე არა მარტო არქელებს, არამედ სხვებსაც ძალიან მოეწონათ“, - ამბობს ელენე.

 

საცხოვრებელი სახლების განათებებთან ერთად, არქიმ კიდევ ერთი სასიამოვნო საჩუქარი გაუკეთა თავის მაცხოვრებლებს.

 

ელენეს თქმით, ყოველწლიური საჩუქრების დარიგება წელსაც გრძელდება და მრავალი არქელის გულს ახარებს: „რადგან 2020 წელი საკმაოდ რთული გამოგვივიდა, არქის გუნდი მაქსიმალურად ვცდილობთ წინასაახალწლოდ კარგი განწყობა შევქმნათ. ამ წელმა სწორედ ის გვასწავლა, თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩვენი სახლი. პოზიტივის გაზიარებაში ჩვენი საჩუქრები დაგვეხმარა, რომლებსაც სხვადასხვა დღესასწაულზე არქელებს ვჩუქნით ხოლმე. წელს ჩვენმა მაცხოვრებლებმა მიიღეს ხელნაკეთი გოზინაყის თეფში, რომელიც ექსკლუზიურად, სპეციალური დიზაინით მათთვის დამზადდა“.

 

 

საახალწლო განწყობას ქმნის არქის დიდი და ლამაზი ნაძვის ხე, რომელიც ფილარმონიასთან, არქის მთავარი ოფისის წინ დგას. კომპანიის საახალწლო ფასდაკლებები კი სხვებსაც უმარტივებს გახდეს არქის დიდი ოჯახის წევრი და შეუერთდეს 15 000-ზე მეტ არქელს.