Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

05/03/2021 _ გამწვანება

8 მცენარე საგაზაფხულო აივნისთვის

ყველაზე მეტად გაზაფხულის მოსვლა ჩვენს აივნებზე იგრძნობა. ახალ-ახალი კონტეინერის ყვავილები სასიამოვნო და მყუდრო გარემოს ქმნიან და აივანს მოსასვენებელ სივრცედ აქცევენ. გაზაფხული იდეალური პერიოდია იმისთვის, რომ ყვავილებთან ერთად სამკურნალო მცენარეები და კომპაქტური ბოსტნეულიც დარგოთ. საკუთარი ხელით მოყვანილი საჭმელი კი უფრო ჯანსაღი და გემრიელია. რომელია ის მცენარეები, რომლებიც თქვენს საგაზაფხულო აივანს დაამშვენებს?

 

 

ლავანდა

 

ქოთნის ლავანდა შეგიძლიათ მზიან აივანზე მოათავსოთ. ამ მცენარეს ძალიან უყვარს მზე, ამიტომ აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი აივნის მდებარეობა, თუ რამდენად ხშირად ადგება მას მზე. ეს მცენარე მთელი გაზაფხულის განმავლობაში ყვავილობს და არაჩვეულებრივი, ტკბილი სურნელი აქვს.

 

ფუქსია

 

ლავანდასგან განსხვავებით, ფუქსიას მზიანი აივანი არ უყვარს და შედარებით ჩრდილში ყოფნა ურჩევნია. ამ მცენარის მრავალფეროვანი ვარიანტი ვარდისფერ, წითელ და იასამნისფერ ფერებში არსებობს.

 

ტკბილი ალისუმი

 

 

ალისუმი ერთ-ერთი ყველაზე უხვადმოყვავილე მცენარეა, რომლის წვრილ ყვავილებს სასიამოვნო სურნელება აქვთ. ალისუმს თანაბრად უყვარს როგორც მზის სხივები, ასევე ჩრდილიც.

 

ლობელია

 

ბუჩქისებრი მცენარე ლობელია ცისფერი, იასამნისფერი და თეთრი ფერებით გმოირჩევა. კონტეინერებსა თუ კალათებში დარგულ ლობელიას გაზაფხულის ღამის სიგრილე უყვარს. ასევე ეს მცენარე დილის მზისა და შუადღის ჩრდილის მოყვარულია.

 

ჰიბისკუსი

 

ეს ტროპიკული მცენარე ეგზოტიკური ყვავილებითა და მდიდარი ფერებით გამოირჩევა, თქვენს აივანს კი ორიგინალურ ელერს აძლევს. გაითვალისწინეთ, რომ ჰიბისკუსი ზომით მაღალი იზრდება, რომელიც მზის სხივების მოყვარულია. 

 

სამკურნალო მცენარეები

 

 

სამკურნალო მცენარეებით არა მხოლოდ ლამაზი გარემოს შექმნა, არამედ კულინარიაში მათი გამოყენებაც შეგიძლიათ. მაგალითად, თუ თქვენს აივანს მზე დიდხანს ადგება, აირჩიეთ რეჰანი და როზმარინი. იმ აივანზე, სადაც მზე ნაწილობრივ ადგება, აირჩიეთ ქინძი და ხახვი.

 

სალათის ფურცელი

 

აივანზე, არც მეტი და არც ნაკლები, თქვენი საკუთარი სალათის ფურცლები შეგიძლიათ დარგოთ. ამ მცენარის ათასობით ვარიანტი არსებობს, რომელთაგან უმეტესობა მარტივად იზრდება. სალათის ფურცლებს მზე და სითბო უყვართ.

 

ვარდები

 

ბევრი ადამიანის აივანზე ვარდებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. ამ მცენარეების მოვლა არცთუ ისე რთულია და მათი მინიატურული ვარიანტიც კი არსებობს. დარწმუნდით, რომ თქვენი ვარდები მზის საკმარის სხივებს იღებენ იმისთვის, რომ კარგად იყვავილონ.

 

 

არქიში ბინის შერჩევისას, შეგიძლიათ სასურველი ფართის აივანი გაითვალისწინოთ და ლამაზ ყვავილებთან ერთად თბილისის ულამაზესი ხედებითა და გაზაფხულის მშვიდი საღამოებით დატკბეთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ არქიში ბინის ყიდვისას, გადმოგეცემათ ლოიალურობის ბარათი, არქი ქარდი. მისი საშუალებით, სასურველ საგაზაფხულო მცენარეებს დიდი ფასდაკლებით შეიძენთ.