Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

23/02/2021 _ ინტერიერი

საწოლის სასაუზმე მაგიდა დღის კომფორტული დასაწყისისთვის

ყოველ ოჯახში, თითოეული ადამიანისთვის დილა სხვადასხვანაირად იწყება. ზოგისთვის ეს უბრალო დღის დასაწყისია, ზოგი კი ამ პროცესისთვის დიდხანს ემზადება და დილის სამზადისი მათთვის ერთგვარ რიტუალსაც წარმოადგენს, რასაც თან ახლავს ვარჯიში და ერთი ჭიქა გემრიელი ყავა. ხდება ისიც, რომ ზოგჯერ უბრალოდ გინდათ, რომ თბილად და მყუდროდ იწვეთ, ინებივროთ და საუზმეც საწოლშივე მიირთვათ. ამ კომფორტის შექმნა საწოლის მაგიდას შეუძლია, რომელიც თქვენს ყოველ დილას დამატებით სიმყუდროვეს შესძენს. კომფორტთან ერთად მაგიდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის იდეალური საშუალებაა. ამ ბოლო პერიოდში, პოპულარული გახდა მაგიდის კომბინირებული ვარიანტი, რომელიც არა მხოლოდ სასაუზმე სივრცეს, არამედ ლეპტოპის დასადგამსაც ითვალისწინებს.  

 

დიზაინერული მახასიათებლები

 

 

საწოლის მაგიდა მარტივი აგებულებისაა. მისი მახასიათებლები განისაზღვრება ზედაპირითა და ფეხებით. ზედაპირი შეიძლება დამზადებული იყოს ჩვეულებრივი ხისგან, მოზაიკური პანელებისგან, მინისა ან ბუნებრივი/ხელოვნური ტყავისგან. რაც შეეხება მაგიდის ფეხებს, ისინი ორი სახის არსებობს: დაკეცვადი ან სწორი. დაკეცვადი მაგიდა ბევრად მრავალფუნქციური და მოძრავია. თუმცა სწორფეხებიანი მაგიდა შედარებით მყარია.

 

მასალების მრავალფეროვნება

 

 

საწოლის მაგიდები ძირითადად ხის სხვადასხვა ტიპისგან მზადდება: მუხა, ფიჭვი, ნეკერჩხალი და უფრო ძვირიანი - ცედარი. ასეთი ზედაპირი მარტივად იწმინდება და არც სუნს იკიდებს. იდეალურია, თუ ზედაპირს სითბოს მიმართ  რეზისტენტული ლაქით დაფარავთ, რათა ცხელმა თეფშებმა ან ჭიქებმა ზედმეტი კვალი არ დატოვონ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი მაგიდები ოდნავ მძიმეა და საწოლში მთლად კომფორტს ვერ ქმნის. ხის გარდა, საწოლის მაგიდებს შემდეგი მასალებისგანაც ამზადებენ:

 

მეტალი - მეტალის მაგიდები მარტივად არ ზიანდება. მეტალი, ძირითადად, მაშინ გამოიყენება, როდესაც თქვენი მაგიდა სასაუზმე ადგილთან ერთად ლეპტოპის სადგამსაც მოიცავს.

 

მინა - მინები ძირითადად ზედაპირისთვის გამოიყენება და ის შეიძლება იყოს გამჭვირვალე ან შეფერადებული. მინის ზედაპირიანი მაგიდა არ იფხაჭნება და მიმზიდველობას დიდი ხანი ინარჩუნებს. რაც მთავარია, მისი გაწმენდა უმარტივესია.

 

პლასტმასი - უნივერსალური, მსუბუქი მასალაა, რომლისგან დამზადებული მაგიდები ორიგინალური ფორმებით გამოირჩევიან. ასევე მისი ფერთა მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს.

 

ბამბუკი - ერთ-ერთი საუკეთესო მასალაა, რომელიც თავისი სიმსუბუქით და ესთეტიკური მიმზიდველობით გამოირჩევა.

 

დიზაინი

 

 

საწოლის მაგიდის დიზაინი თქვენზეა დამოკიდებული. მისი შერჩევისას თავად საძინებლის სტილისტური მიმართულებაც გაითვალისწინეთ:

 

კლასიკური - შედარებით მასიური მაგიდა, რომელიც დამზადებულია მუხის ან ნეკერჩხლისგან და ძირითადად შოკოლადისფერით, მდიდრული ყავისფერით არის გაფორმებული. დეკორაციები მინიმუმამდეა დაყვანილი და შეიძლება უბრალოდ კუთხე იყოს მომრგვალებული.

 

მინიმალისტური - დეკორატიული ელემენტების სიმცირით გამორჩეული საწოლის მაგიდის ზედაპირი მინისა ან ხისგან არის დამზადებული.

 

მრავალფუნქციურობა

 

 

საწოლის მინი სასაუზმე მაგიდა უპრაქტიკულესია, რასაც მისი მრავალფქუნციურობას განაპირობებს. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც:

 

საპიკნიკო მაგიდა - კომპაქტური ზომისა და სიმსუბუქის წყალობით, ის იდეალურია პიკნიკისთვის. ძალიან კომფორტულია მასზე რამის არა მარტო მომზადება, არამედ სერვირებაც.

 

საოჯახო საქმეებისთვის განკუთვნილი მაგიდა - თუ გსურთ თან ტელევიზორს უყუროთ და თან საჭმელი მოამზადოთ, ამ ტიპის მაგიდა დაგეხმარებათ. 

 

მაგიდა სამაგიდო თამაშებისთვის - საწოლიდან ადგომის გარეშე, შეგიძლიათ თქვენს ბავშვებს სამაგიდო თამაშები ეთამაშოთ. საკმარისად მაღალი კუთხეები გაგიმარტივებთ ისე ააწყოთ ფაზლი, რომ არცერთი ნაწილი არ დაგეკარგოთ.