Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

16/10/2020 _ სამშენებლო მასალები

შთამბეჭდავი და საინტერესო არქიტექტურის მქონე არქი ნუცუბიძის საცხოვრებელი სახლი

ლამაზი და უჩვეულო ექსტერიერის მქონე საცხოვრებელი სახლები თბილისში საოცარ კონტრასტს ქმნის და დედაქალაქს უფრო ამშვენებს. ერთ-ერთი ასეთი განსხვავებული დიზაინი არქი ნუცუბიძის საცხოვრებელ სახლს აქვს. 9-სართულიანი შენობის ლამაზ აივნებს ხის დარაბები ამშვენებს, რომელთა დარეგულირება მაცხოვრებელს თავის ნებასურვილზე შეუძლია. არქიტექტურა ამ პროექტში მართლაც რომ შთამბეჭდავად არის დაგეგმარებული. განსაკუთრებული ვიზუალი მომავალი მაცხოვრებლისთვის დამატებითი ბენეფიტის მომტანია: ის თავს უფრო მყუდროდ და თავდაჯერებულად გრძნობს, გრძელვადიან ვარიანტში კი მისი ბინა საიმედო და ძვირადღირებული ინვესტიციაა.

 

არქი ნუცუბიძის პროექტს საინტერესო და შთამბეჭდავ არქიტექტურასთან ერთად იდეალური ლოკაციაც აქვს. ეს საცხოვრებელი სახლი ეკოლოგიურად სუფთა და ძალიან გამწვანებულ ადგილას, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე, ავთო ვარაზის ქუჩაზე მდებარეობს. პროექტიდან ტრანსპორტით სულ რაღაც 5 წუთის სავალზეა ლისის ტბა. შესაბამისად, თუ შეიძენთ ბინას არქი ნუცუბიძის საცხოვრებელ სახლში, თქვენთვისა და თქვენი ოჯახისთვის ლისის ტბაზე სეირნობა ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა გახდება. შაბათ-კვირას კი დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. არქი ნუცუბიძის გარშემო ინფრასტრუქტურა კარგად არის განვითარებული. აქ ყველაფერია, რაც სახლისთვის შეიძლება დაგჭირდეთ: მაღაზიები და სკოლები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მარტივად არის ხელმისაწვდომი.

 

 

იმისთვის, რომ ჩვენმა მაცხოვრებლებმა ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ, არქი ნუცუბიძის ისედაც საკმაოდ გამწვანებულ ტერიტორიაზე გამწვანება დავამატეთ. ეზოში 2 000 კვ.მ-ის რეკრეაციული ზონა მოეწყობა. პროექტიდან თბილისის ულამაზესი პანორამული ხედები იშლება. ერთიან ჯამში კი, ესთეტიკითა და ეკოლოგიური თვალსაზრისით, არქი ნუცუბიძე ამ უბნის საუკეთესო ნაწილში მდებარეობს.

 

რაც შეეხება უშუალოდ შენობას, სადაც ჩვენი მომავალი მაცხოვრებლები იცხოვრებენ, ის დაპროექტებულია თანამედროვე კანონმდებლობის უახლესი რეგულაციების შესაბამისად. ზოგიერთი სამშენებლო მასალის ხარისხი კი ამ სტანდარტებს რამდენჯერმეც კი აღემატება. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

 

დავიწყოთ ექსტერიერით: როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, არქი ნუცუბიძე შთამბეჭდავი არქიტექტურითა და ულამაზესი ხის დარაბებით გამოირჩევა. საფასადე მასალად ალუკაბონდის ფასადი გამოვიყენეთ. თბილისში ხშირად შეხვდებით ბინებს, რომელთა მშენებლობა სულ რაღაც 2-3 წლის წინ დამთავრდა და მათი ფასადი უკვე გაფერმკრთალებულია. ამის ძირითად მიზეზად სტანდარტების უგულებელყოფა და უხარისხო მასალები შეიძლება ჩაითვალოს. სწორედ, ამიტომ, არქი მოსაპირკეთებლად ალუკაბონდის მაღალხარისხიან ფასადს იყენებს, რომელიც სტანდარტების სრული დაცვით მუშავდება. მსგავსი საფასადე სისტემით მოპირკეთებული შენობა მრავალი ათწლეულის განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ სახესა და საექსპლუტაციო ვადას.

 

რადგანაც სამშენებლო მასალის ხარისხი არქის პრიორიტეტს წარმოადგენს, ჩვენ ვთანამშრომლობთ კომპანია ჰაიდელბერგთან, რომელიც რკინაბეტონის მასალას გვაწვდის. ის შენობის სიმგრადესა და მყარობას განაპირობებს.

 

მეორე, ეს არის შემავსებელი სამშენებლო მასალა - იტონგის ბლოკი. არქი თანამშრომლობს გერმანულ კომპანია იტონგთან, რომელიც აწარმოებს ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალს. იტონგის ბლოკი სტანდარტულ ბლოკთან შედარებით 40%-ით ნაკლებ ენერგიას მოიცავს. ხოლო თავად ბლოკი სუფთა მასალის ნედლეულისგან მზადდება და ზაფხულში მაღალი, ზამთარში კი დაბალი ტემპერატურისას მავნე ნივთიერებებს არ გამოყოფს.

 

აუცილებელია აღვნიშნოთ დაბალემისიური ენერგოეფექტური მინებიც, რომლებიც არქი ნუცუბიძის პროექტში შავ ჩარჩოშია ჩასმული. მსგავსი ტექნიკით დამზადებული მინები ზოგავს ენერგიას და კომუნალურ ხარჯებს. რაც შეეხება კარფანჯარას, არქი ნუცუბიძის პროექტში ისინი აბსოლუტურად ვიტრაჟულია.

 

მიწისქვეშა სადგომი და კომერციული სივრცეების არსებობა არქი ნუცუბიძის საცხოვრებელ სახლს უფრო ღირებულს ხდის. გადასაადგილებელ საშუალებებად, ჩვენ ვიყენებთ ორ კიბის უჯრედსა და ორ ლიფტის. ლიფტები არის როგორც სტანდარტული, ასევე დიდი ზომის, ე.წ, სახანძრო-სამაშველო ლიფტები, რომელთა საშუალებით 1600კგ-იანი ტვირთის გადატანაც კია შესაძლებელი.

 

ბინების ფართო არჩევანი, საკუთარი სურვილით შექმნილი გეგმარება, მომხმარებელზე მორგებული გადახდის პირობები ამ პროექტს უფრო სასურველ და ხელმისაწვდომ საცხოვრებელ სახლად ქმნის.