Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

22/02/2021 _ ინტერიერი

როგორ გავხადოთ სამზარეულო უფრო სივრცული და ჰაეროვანი?

არსებობს რამდენიმე „ხრიკი“, რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერი ზომის სამზარეულო ტევად სივრცედ გარდაქმნათ. თეთრად შეღებილი კედლები და თეთრი ფერისვე კარადები კარგი დასაწყისია, თუმცა არსებობს სხვა გზაც, შექმნათ სამზარეულოში დამატებითი სივრცე. წარმოგიდგენთ რამდენიმე საშუალებას, რაც დაგეხმარებათ დააბალანსოთ სათავსო და ინტერიერი ისე, რომ საერთო ჯამში ტევადი სამზარეულო მიიღოთ. 

 

ერთმაგი ნიჟარა

 

 

ორმაგი ნიჟარა სამზარეულოში ბევრი ფუნქციითა და უპირატესობით გამოირჩევა, თუმცა სივრცის დაზოგვის მიზნით, უმჯობესია, თუ ერთმაგ ნიჟარას აირჩევთ. ამ უკანასკნელს რამდენიმე სანტიმეტრის დაზოგვა შეუძლია. ამ რამდენიმე სანტიმეტრს კი პატარა კარადა ჩაანაცვლებს, რაც კიდევ დამატებით სათავსოს მოგცემთ.

 

აირჩიეთ კომპაქტური ჭურჭლის სარეცხი მანქანა



სტანდარტული ჭურჭლის სარეცხი მანქანის სიგანე 60 სმ-ს ითვლის, შესაბამისად, ის სამზარეულოში არცთუ ისე პატარა სივრცეს იკავებს. მის ალტერნატივად კომპაქტური ჭურჭლის სარეცხი მანქანა გვევლინება, რომლის სიგანეც 45 სმ-მდეა. 15 სანტიმეტრის სხვაობა კი უკვე დიდ სივრცეს გაძლევთ. კომპაქტური ჭურჭლის სარეცხი მანქანის დამატებითი სარგებელი ჭურჭლის რეცხვის სისწრაფეა, რომელსაც სტანდარტული მანქანის სიჩქარე ბევრად ჩამორჩება.

 

გამოიყენეთ ზედა თაროები

 

 

პატარა ფართის სამზარეულოში ზედა კაბინეტების მოშორება არცთუ ისე პრაქტიკული მეთოდია, თუმცა გამოთავისუფლებული სივრცე ფუნქციურად შეგიძლიათ დატვირთოთ. რამდენიმე ღია თარო იდეალურია ქილების, რეცეპტებისა თუ ჭურჭლის შესანახებლად.

 

შეარჩიეთ პატარა ზომის მაცივარი

რადგან სივრცის დაზოგვისას თითოეული სანტიმეტრი მნიშვნელოვანია, მაცივრის შერჩევისას, მისი ზომა გაითვალისწინეთ. პატარა ოჯახის შემთხვევაში, დიდი მაცივარი ხშირად უფუნქციოა და დიდ ადგილსაც იკავებს.

 

ასახეთ უკანა პლანი

 

სამზარეულოს სიმჭიდროვე ყველაზე მეტად საჭმლის მომზადების პროცესში იგრძნობა. ინტერიერის დიზაინერების რჩევით კი, თუ სარკეს უკანა პლანისთვის გამოიყენებთ, სივრცულობის ილუზიას მიიღებთ. უფრო სახასიათო ეფექტის შესაქმნელად კი შეფერილი მინა გამოიყენეთ.

 

დაამატეთ მინის კარიანი კაბინეტები


იმისთვის, რომ სამზარეულოს ზედა სათავსოები უფრო მსუბუქად გამოიყურებოდეს, მყარი კარი მინის კარით შეცვალეთ. საბოლოო ჯამში კი, ჰაეროვან ეფექტს მიიღებთ. მიიღებთ.  

 

დაამონტაჟეთ სათავსოების განათება

 



სამზარეულოში კარგი განათება აუცილებელია. აქ ხომ საჭმლის მომზადების პროცესში შეხება გიწევთ ისეთ ბასრ ნივთთან, როგორიც დანაა. ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ კარგი განათება ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაც შეიძლება იყოს. ადრინდელი სამზარეულოები აღჭურვილი იყო არასაკმარისი განათებით, რომელიც ოთახში მხოლოდ ჭერიდან ვრცელდებოდა. დღესდღეობით კი, ინტერიერის დიზაინერები უდიდეს ყურადღებას აქცევენ განათების სხვა ტიპებსაც. ამიტომ, სათავსოების ზედა და ქვედა ნაწილს ლედ განათება დაუმატეთ. ეს ოთაახს ვიზუალურად გაზრდის და სიმსუბუქეს მიანიჭებს.