Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

14/09/2020 _ ინტერიერი

თეთრისა და ხისფერის იდეალური კომბინაცია საძინებელი ოთახისთვის

ინტერიერის დიზაინში არსებობს ტრენდები, რომლებიც სეზონების განმავლობაში იცვლება და არსებობს ტრენდები, რომლებიც წლებისა თუ ათწლეულების განმავლობაში უცვლელი რჩება. სწორედ ასეთი უცვლელი ტრენდი თეთრისა და ხისფერის ნაზავია, რომელიც უფრო და უფრო მეტი დიზაინერის საყვარელი კომბინაცია ხდება. ეს კომბინაცია განსაკუთრებით მომგებიანია საძინებელ ოთახში: თეთრი ფერი ფაქიზ და წყნარ ატმოსფეროს ქმნის, ხის თბილი ტონები და ორგანული ტექსტურა კი საძინებელს ყველაზე საჭირო შეგრძნებას - სიმყუდროვეს მატებს. თუ მინიმალისტური დიზაინი მოგწონთ და არ გსურთ თქვენი საძინებელი ოთახი ფერებით გადატვირთული იყოს, ამ ორი ელემენტის გამოყენება იდეალური იქნება. თუ რა სახით შეგიძლიათ მათი გამოყენება, გაეცანით ჩვენს შემდეგ რჩევებს.

 

  • ხის მასალისგან დამზადებული ავეჯი

 

 

თუ რამდენად გიყვართ სადა დიზაინი და მიჰყვებით მინიმალიზმის პრინციპებს, თეთრი ფონი მაინც ცოტა მომაბეზრებლად შეიძლება მოგეჩვენოთ. რადგანაც ხისფერი დიზაინში სითბოსა და სიღრმეს ჰქმნის, ის ინტერიერში ავეჯის სახით შემოიტანეთ. ამ შემთხვევაში, ხის მასალისგან დამზადებული საძინებელი ან კარადა შესანიშნავი ვარიანტი იქნება.

 

  • ვიზუალური ინტერესის შექმნა

 

თეთრისა და ხისფერი პალეტისგან შექმნილი დიზაინის გახალისება თუ მოგესურვათ, თეთრის სხვადასხვა ტონები დაიხმარეთ. მაგალითად, თეთრი მართკუთხა ფორმის ხალიჩა, ამავე ტონალობაში გადაწყვეტილი სანათები და ბალიშები ინტერიერის დიზაინში ვიზუალურ ინტერესს შექმნის.

 

  • ფერების დამატება

 

თუ გსურთ, რომ თქვენს ხისფერ-თეთრ დიზაინს სხვა ფერებიც დაუმატოთ და საძინებელი ოთახი გაახალისოთ, ამასთან ერთად, უბრალოებაც და სისადავეც შეინარჩუნოთ, აირჩიეთ შემდეგი ნეიტრალური ტონები: ბეჟისფერი და ნაცრისფერი. ნაზი და ღია ფერის ინტერიერის მოყვარულთათვის, ეს კომბინაციები იდეალური ვარიანტი იქნება.

 

  • ოთახის დიზაინის გამდიდრება

 

რომელი დეკორაციები შეგიძლიათ გამოიყენოთ ხისფერ-თეთრ ინტერიერში ისე, რომ არც სიმყუდროვე დაკარგოთ და სივრცეც უფრო გაამრავალფეროვნოთ? მრავალფეროვანი და, ამავდროულად, მყუდრო დიზაინი მიიღოთ? დიზაინის გამდიდრება სხვადასხვა დეტალით შეგიძლიათ. მაგალითად, ნაცრისფერი პლედისა და ხისფერის კომბინაცია თბილ ატმოსფეროს ქმნის. თუ ოთახში დააამატებთ თუნდაც შავ-თეთრ ნახატს, თქვენ უფრო ელეგანტურ დიზაინს იღებთ. გლამურული და მდიდრული მუხტისთვის კი გამოიყენეთ სარკეები და ჭაღები. გაითვალისწინეთ, რომ მეტალის ზედაპირებს ბრწყინვალე დიზაინის შექმნა შეუძლიათ.

 

 

  • მცენარეები

 

ოთახის მცენარეები, დიზაინის კუთხით, არასწორი გადაწყვეტილება არასოდეს იქნება. ფერთა საოცარი პალიტრა, შედარებით ბიუჯეტური დეკორაციული საშუალება ჰარმონიულად ეხამება თეთრს და ორგანულად ერწყმის ხისფერს. მწვანე მცენარეებთან ერთად შეგიძლიათ თამამი ექსპერიმენტებიც ჩაატაროთ და ისეთი ფერის ყვავილები აარჩიოთ, როგორებიცაა, მუქი მწვანე, ღია წითელი და ვარდისფერი. ეს ოთახში სიცოცხლეს და ფერებს შემოიტანს. ერთადერთი რამ, რაც უნდა გახსოვდეთ არის ის, რომ საძინებელში,  სპეციალურად ამ ოთახისთვის, განკუთვნილი მცენარეები გაითვალისწინოთ. თუ რომელი მცენარეები უნდა გედგათ საძინებელში, გაეცანით ჩვენს თემატურ ბლოგს - მცენარეები საძინებელში