Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

12/04/2021 _ ინტერიერი

7 მარტივი რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ბინაში ხმის იზოლაცია შექმნათ

საოცნებო სახლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი სიმყუდროვეა. მყუდრო სახლი თქვენს განწყობაზე დადებითად მოქმედებს და იდეალურ დასასვენებელ სივრცეს გიქმნით. ბინაში სიმყუდროვის შექმნა ხმის იზოლაციით იწყება. ეს უკანასკნელი არა მხოლოდ მეზობლებისგან შემომავალი ხმისგან დაგიცავთ, არამედ თავად სახლშივე შეგიქმნით სპეციალურად თქვენთვის განკუთვნილ სივრცეს. ბინაში ხმის იზოლაციის მიღწევა მარტივად, სხვადასხვა ხერხით შეგიძლიათ.

 

 

ჩამოკიდეთ კარის ფარდები

 

ყველაზე კარგად ხმის იზოლაციას კარი უზრუნველყოფს. უკეთესი შედეგისთვის თქვენ შეგიძლიათ კარს შემდეგ ფენად ფარდები დაუმატოთ. მძიმე, შავი ფერის ფარდები იმ ხმას შთანთქამს, რომელიც შესაძლებელია სხვა ოთახიდან მოდიოდეს.

 

შეიძინეთ სქელი ხალიჩა

 

 

ყველაზე გავრცელებული ხმის საიზოლაციო ვარიანტი ხალიჩაა. იატაკზე ხალიჩის დაგება არა მარტო თქვენ შეგიქმნით სიმყუდროვეს, არამედ თქვენს ქვედა მეზობელსაც ხმაურისგან დაიცავს. 

 

შეამცირეთ ამრეკლავი ხმა

 

ხმა შეიძლება აირეკლოს ნებისმიერი მყარი ზედაპირისგან. მაგალითად, კედლები, იატაკი და ჭერი ოთახში ხმის დონეს აორმაგებს. ამის შესამცირებლად, სამივე მათგანი რბილი მატერიით დაფარეთ. მაგალითად, ხალიჩა და რეზინის ტექსტილი არაჩვეულებრივად ამცირებს ისეთი ხმების არეკვლას, როგორებიცაა ყეფის, მტვერსასრუტისა თუ ნებიმიერი ტექნიკის ხმები.

   

შეამცირეთ ხმა წიგნების კარადის დახმარებით

 

 

მასიური საგნები ვიბრაციის მიმართ გამძლეობით გამოირჩევიან და ხმის გადაადგილებას ამცირებენ. სწორედ, ამიტომ, წიგნების დიდი კარადა შესანიშნავი ხმის საიზოლაციო ვარიანტია. დარწმუნდით, რომ კარადის კუთხეები თანაბრად ეხება იატაკს, კედლებსა და ჭერს და მათ შორის ჰაერი არ იპარება.

 

გაითვალისწინეთ აკუსტიკური პანელები

 

ხმის ჩამწერ სტუდიებში ხმისგან იზოლირებული სივრცეების შექმნა აუცილებელია. ამიტომ სტუდიები აკუსტიკური პანელებით აღჭურვილია ხოლმე. პანელებით შეგიძლიათ კედლები დაფაროთ და იდეალური ხმისგან იზოლირებული სივრცე შექმნათ. გარდა ამისა, აკუსტიკური პანელების მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს, რომელიც თქვენს ინტერიერის სტილს შეგიძლიათ მოარგოთ და ფუნქციურთან ერთად, ვიზუალური ეფექტიც შექმნათ.

 

დაიხმარეთ ფარდები

 

 

ხმა ყველაზე მეტად ჩვენი ეზოებიდან, განსაკუთრებით, გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, შემოდის. იმისთვის, რომ გარე ხმაურმა თქვენს სახლში არ დაისადგუროს, სქელი, მუქი ფერის ფარდები დაიხმარეთ. ისინი ბლოკავენ შემომავალ ხმაურს და გინარჩუნებთ სიმყუდროვეს.

 

დაუმატეთ ფანჯარას ჩანართები

 

ფარდა ხმის იზოლაციისთვის არაჩვეულებრივი ვარიანტია, მაგრამ მას ერთი ნაკლიც აქვს - თქვენ ხედებით ვეღარ ტკბებით. გამოსავალი ფანჯრების ჩანართებშია. აკრილის ან მინის ფანჯრები ისეთი ჰერმეტულ დამცავს ქმნის, რომელიც გარედან შემომავალ ხმას 50%-ით ამცირებს.

 

თუ ბინა არქის მშენებარე პროექტში გაქვთ შეძენილი, შეგახსენებთ, რომ არქის პროექტები გერმანული წარმოების ბლოკით, იგონგით, შენდება. იტონგი საუკეთესო ტექნიკური მახასიათებლებით გამოირჩევა, მათ შორის კი, ერთ-ერთი ხმის იზოლაციაა.