Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

27/10/2020 _ ინტერიერი

რა კრიტერიუმები უნდა გაითვალისწინოთ ყავის მაგიდის შეძენისას?

ყავის მაგიდა გრძელი, დაბალი მაგიდაა, რომელიც მისაღები ოთახის ინტერიერის დიზაინში დივნის მოპირდაპირე ან მიმდებარე ადგილს იკავებს. ეს მრავალფუნქციური ავეჯი გამოიყენება ისეთი ნივთების დასაწყობად, როგორებიცაა, ყავის თუ ჩაის ჭიქები, ჟურნალები, წიგნები და დეკორატიული ნივთები. პირველი ყავის მაგიდა ბრიტანეთში, გვიანი ვიქტორიანული ეპოქის დროს დაამზადეს, შემდგომში კი მას ჩაის ბაღებში დგამდნენ ხოლმე. დღესდღეობით, ყავის მაგიდა მეტად ფუნქციური გახდა და მისაღები ოთახის განუყოფელ ნაწილადაც გადაიქცა. მას უკვე თბილისის თითქმის ყველა ბინაში შეხვდებით. თუ გადაწყვეტილი გაქვთ, შეიძინოთ ყავის მაგიდა და თან გაინტერესებთ, რა კრიტერიუმებით აარჩიოთ ის, ამაში ჩვენი ბლოგი დაიხმარეთ.

 

მასალა

 

 

 

არსებობს უამრავი მასალა, რითაც ყავის მაგიდებს ამზადებენ. ეს იქნება ნაწრთობი შუშა თუ MDF-ის ზედაპირი, მეტალის კარკასი თუ გამომწვარი შუშა, მასიური მანგოს ხე თუ მეტალისგან დამზადებული ფეხები და სხვა. არჩევანის გაკეთება გიმარტივდებათ მაშინ, როცა ზუსტად იცით, იმ ოთახის მახასიათებლები, სადაც ყავის მაგიდა უნდა დადგათ. შეხედეთ თქვენს მისაღებ ოთახს. თუ ის პატარა ზომისაა, აკრილისა ან მინისგან დამზადებულ ყავის მაგიდას სივრცის ვიზუალურად გაზრდა შეუძლია. მინის, აკრილის, მეტალისა თუ ქვის ყავის მაგიდები თანამედროვე დიზაინის მისაღებ ოთახში ყველაზე შესაფერისი ვარიანტია. თუ ოთახის ინტერიერი ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი, მაშინ მარმარილოს, კაკლის ხისა და მეტალის მასალებისგან დამზადებული ყავის მაგიდები დაგჭირდებათ. 

 

აქვე შეგახსენებთ, რომ არქის ბინებში მაცხოვრებლებს გადაეცემათ არქის ლოიალურობის ბარათი - არქი ქარდი. არქი ქარდის დახმარებით, არქელებს შესაძლებლობა აქვთ დიდი ფასდაკლებით ისარგებლონ არქის კომპანიონ ავეჯის მაღაზიებში, სადაც თანამედროვე ყავის მაგიდების ფართო არჩევანი დახვდებათ.

 

ფორმა

 

 

 

როგორც მასალის შემთხვევაში, ასევე ყავის მაგიდის ფორმის შერჩევაშიც არ ხართ შეზღუდული. მაგალითად, პატარა მისაღები ოთახისთვის ოვალური ან მართკუთხა ფორმის ყავის მაგიდები შეარჩიეთ. თუ მისაღებში დიდი ზომის ავეჯი გიდგათ, მაშინ კვადრატული ან წრის ფორმის ყავის მაგიდა დაგჭირდებათ. ასევე არსებობს თაროებიანი, გასაშლელიანი, ორ ან სამნაჭრიანი მაგიდები, რომლებიც მეტად ფუნქციურიცაა და თანამედროვე დიზაინის მისაღებ ოთახებს უფრო ახალისებს.

 

ზომა

 

 

მისაღები ოთახის ზომების გათვალისწინება თქვენს სურვილებზე მორგებული ყავის მაგიდის შერჩევაში დაგეხმარებათ. აირჩიეთ ყავის მაგიდა, რომელიც დივნის მთელი ზომის 2/3-ზე მეტი არ არის. ასევე გაითვალისწინეთ ის სივრცეც, რომელიც ყავის მაგიდასა და დივანს შორის უნდა დატოვოთ. ეს სივრცე დაახლოებით მეტრა-ნახევარი უნდა იყოს. რაც შეეხება სიმაღლეს, ყავის მაგიდის სიმაღლე დივნის დასაჯდომს უნდა უტოლდებოდეს ან მასთან შედარებით უფრო დაბალი იყოს.

 

დეკორაციების შერჩევა

 

 

როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენზე მორგებული დეკორაციები ყავის მაგიდისთვის? შერჩევაში წარმოსახვა დაიხმარეთ. წარმოიდგინეთ, რომ მყუდროდ ზიხართ თქვენს დივანზე, უყურებთ ტელევიზორს და წინ ყავის მაგიდა გიდგათ. მეტი კომფორტისთვის გჭირდებათ პულტი, ყავა, ჩაი ან წყალი. უფრო მოსახერხებელი იქნება, თუ ყავის მაგიდას დამატებითი ქვედა თარო ექნება, სადაც ჟურნალებს ან წიგნებს დააწყობთ. არქი ქარდის დახმარებით აქსესუარების შეძენაც ასევე დიდი ფასდაკლებით შეგიძლიათ.