fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

სიახლეები

30/07/2020
არქის ახალი სერვისი - არქი ფიქსი არქელებისთვის

არქი ფიქსი არქის ახალი პროდუქტია, რომელიც არქელებს საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. არქი ფიქსი შემდეგ სერვისებს აერთიანებს: სანტექნიკა, ელექტროობა, კანალიზაცია, გათბობა/კონდიცირება, კარ-ფანჯარა და საკეტები, სარემონტო და სხვა უნივერსალური სამუშაოები. არქი ფიქსის სერვისი თითოეულ მაცხოვრებელზეა მორგებული, რაზეც გადახდების მოქნილი და მარტივი პირობებიც მეტყველებს. პროფესიონალი კადრები და კონკურენტული ფასები მაღალი ხარისხის მომსახურებას ქმნიან.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არქელებზე ზრუნვაა, ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, რა სერვისს შეეძლო მათი ყოველდღიური ცხოვრების გამარტივება. საბოლოოდ კი შევქმენით ახალი პროდუქტი - არქი ფიქსი. ჩვენ ვართ პირველი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც თავის მაცხოვრებელს მსგავს სერვისს სთავაზობს. არქი ფიქსის დახმარებით გამოცდილი და კვალიფიციური ხელოსნები არქელებს სახლის ყველა პრობლემას ოპერატიულად და ხარისხიანად მოუგვარებენ,“ - ამბობს შიო ხეცურიანი, არქის გენერალური დირექტორი.

არქი ფიქსის სერვისების სანახავად, ან შეკვეთის გასაფორმებლად ეწვიოთ ვებგვერდს http://archifix.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე 2 502 501

არქის ახალი სერვისი - არქი ფიქსი არქელებისთვის
20/07/2020 არქი კოხტა - არქის ახალი პროექტი ბაკურიანში!