Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

სიახლეები

15/12/2021
არქის საახალწლო კამპანია - ვაჩუქოთ ის, რაც ყველასთვის ძვირფასია

ყოველწლიური ტრადიციული საახალწლო სამზადისი სახლებში - პირველი ოჯახის ჟრიამული და კართან მომდგარი ახალი წლის მოლოდინი, ერთი რეალობაა, რომელიც ძალიან განსხვავდება მეორე გმირის ცხოვრებისგან - ხანდაზმული მამაკაცი, რომელსაც ოჯახი არ ჰყავს და ახალ წელს მარტო ხვდება. ახალი წლის დღესასწაული კი ის მომენტია, როდესაც ყველაზე მეტად ოჯახური სითბო გჭირდება. ამიტომ, კამპანიის ფარგლებში, არქი მოგვიწოდებს, რომ “ვაჩუქოთ ის, რაც ყველასთვის ძვირფასია”.

კამპანიის ვიდეორგოლზე არქის მარკეტინგის გუნდთან ერთად სტუდია “მეტროგრაფმა” იმუშავა. 

“არქელების დიდი ოჯახი 20 000 ადამიანს აღემატება, ეს რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდება. ჩვენთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ არქის მაცხოვრებლები და თანამშრომლები ერთ დიდ ოჯახს აერთიანებენ. არქი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ხშირად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებს. მიზანი არქელებს შორის კავშირის გაძლიერება და  ერთობლივად ბევრი კეთილი საქმის კეთებაა, ფაქტობრივად ყველა დღესასწაულს ერთად აღვნიშნავთ, რაც კიდევ უფრო გვიმძაფრებს ერთიანობის შეგრძნებას. ის მჭიდრო ურთიერთობები, რაც 15 წელია ყალიბდება არქის მაცხოვრებლებსა და გუნდს შორის, გვაძლევს იმის განცხადების გაკეთების შესაძლებლობას, რომ არქი ერთი დიდი ოჯახია, რომელიც ზრუნავს ერთმანეთზე. სწორედ ეს მთლიანობა გახლავთ კამპანიის ინსპირაციის წყარო,” - ელენე ბარათაშვილი, არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

“თანამედროვე, აქტიური ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ყოველდღიურობაში, ადამიანთა უმრავლესობისთვის, შესაძლოა შეუმჩნეველი გახდეს, რომ ის რაც ზოგისთვის ჩვეულებრივი და ხელშესახებია, სხვისთვის სანატრელი იყოს.  ჩვენი საახალწლო კამპანია კი, სწორედ იმ სიკეთისა და ზრუნვის გაცემისკენ მოგვიწოდებს, რაც ყველას არ აქვს, მაგრამ ყველასთვის ძვირფასია”, - ლევან თითბერიძე, არქის მარკეტინგის ხელმძღვანელის მოადგილე. 

არქის საახალწლო კამპანიამ დამსახურებულად უხვი, თბილი და ემოციებით გაჯერებული უკუკავშირი მიიღო ფართო აუდიტორიისგან, რაც კომპანიისთვის ინსპირაციისა და მოტივაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს.

არქის საახალწლო კამპანია - ვაჩუქოთ ის, რაც ყველასთვის ძვირფასია
29/12/2021 არქის სპორტული მედიცინის მხარდაჭერისთვის ჯილდო გადაეცა 10/12/2021 არქის საახალწლო კამპანია - ვაჩუქოთ ის, რაც ყველასთვის ძვირფასია