Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

სიახლეები

27/06/2022
არქი ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა

25 ივნისს, არქის, როგორც ლიდერ დეველოპერ კომპანიას, ოქროს ბრენდის ჯილდო გადაეცა Global Idea-სა და The FINANCIAL-ის ორგანიზებით გამართულ ბიზნეს დაჯილდოებაზე. ოქროს ბრენდი საქართველოში ერთერთ მთავარ ბიზნეს ჯილდოს წარმოადგენს, რომლის გამარჯვებულიც მომხმარებლებისა და ექსპერტების გამოკითხვის შედეგად ვლინდება.


“ძალიან მოხარულები ვართ, რომ დღეს არქი ოქროს ბრენდის ჯილდოს მფლობელი გახდა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, მომხმარებლის კმაყოფილებაა, რისთვისაც მუდმივად ვცდილობთ, რომ მათ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და სერვისი შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, ის ფაქტი, რომ დღეს არქი ნომერ პირველ ბრენდად დაასახელეს, როგორც მომხარებლებმა, ასევე  ექსპერტებმა ჩვენთვის ძალიან დასაფასებელი და მოტივაციის მომცემია.”- აცხადებს არქის გენერალური დირექტორი, შიო ხეცურიანი. 

  

არქი საქართველოში ლიდერი დეველოპერი კომპანიაა, რომელსაც 16 წლიანი გამოცდილება აქვს. არქელების დიდი ოჯახი ამ ეტაპზე 20 000-ზე მეტ წევრს ითვლის. კომპანიას 38 დასრულებული და 19 მიმდინარე პროექტი აქვს, როგორც თბილისის ყველა უბანში, ასევე ბათუმსა და ბაკურიანში. არქის მთავარი ღირებულება, არქელებზე ზრუნვა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვაა. შედეგად, არქის გუნდის თითოეული წევრი თავდაუზოგავად შრომობს მომხმარებლებისთვის საუკეთესო შეთავაზების შესაქმნელად.

 

არქი ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა
05/07/2022 Არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა 21/06/2022 არქი - 151 გაყიდული ბინა ერთ დღეში