Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

სიახლეები

21/06/2022
არქი - 151 გაყიდული ბინა ერთ დღეში

18 ივნისს, არქის ფილარმონიის ოფისში „დიდი ფასდაკლების დღე“ გაიმართა, რომელსაც უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის სტუმარი დაესწრო.  შედეგად, არქის დიდ ოჯახს რეკორდული რაოდენობის - 151 ახალი არქელი ოჯახი შეუერთდა.

დიდი ფასდაკლების დღე არქის ტრადიციაა და ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაწყების წინ იმართება. მხოლოდ ერთი დღის მანძილზე, მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ შეიძინონ ბინები ახალ პროექტში განსაკუთრებული ფასდაკლებით, ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება. 18 ივნისს „დიდი ფასდაკლება“ ვრცელდებოდა ახალ პროექტზე „არქი კიკვიძის ბაღთან“.

"არქის „დიდი ფასდაკლების დღე“ ყოველთვის მომხმარებლის დიდი ინტერესით გამოირჩეოდა, თუმცა ამჯერად ღონისძიებამ ჩვენს მოლოდინსაც გადააჭარბა. 151 ახალი არქელი ოჯახის დამატება ერთ დღეში, პირველ რიგში იმ ნდობას უსვამს ხაზს, რასაც ჩვენ მომხმარებლისგან ყოველდღიურად ვგრძნობთ. არქის მთელი გუნდის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მაცხოვრებლების კმაყოფილება და კეთილდღეობაა, რისთვისაც ძალისხმევას არ ვიშურებთ. ვულოცავთ თითოეულ არქელს ჩვენს დიდ ოჯახში გაწევრიანებას და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით გამოცხადებული ნდობისთვის“ - ამბობს არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

 არქის ექსკლუზიური „დიდი ფასდაკლების დღე“ ყოველთვის დიდი წარმატებით გამოირჩეოდა, თუმცა პანდემიის დროს, ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, არქის აღნიშნული ღონისძიებების შეჩერება მოუწია. ამ თარიღამდე კომპანიის რეკორდი „დიდ ფასდაკლების დღეზე“ გაყიდული 99 ბინა იყო, თუმცა შაბათს არქიმ უპრეცედენტო შედეგი - ერთ დღეში გაყიდული 151 ბინა დააფიქსირა.

 

არქი - 151 გაყიდული ბინა ერთ დღეში
06/06/2022 არქიში დიდი ფასდაკლების დღე ბრუნდება