Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

სიახლეები

14/12/2020
არქის საახალწლო რგოლი „ოპერაცია - შურისძიება“

სახლიდან მომუშავე მშობლები, ჭკვიანი ბავშვები, რომლებსაც მშობლები სამსახურის გამო ყურადღებას ვერ აქცევენ და კართან მომდგარი ახალი წელი - 2020 წელს, თითქმის ყველა ოჯახისთვის ნაცნობი ეს სიტუაცია, არქიმ საზოგადოებას სარეკლამო ვიდეორგოლის სახით წარუდგინა. როგორც ყველა ამბავი კეთილად სრულდება, საბოლოოდ, მთავარმა პერსონაჟმა ბავშვებმა ახალი წლის მოსვლაც დააჩქარეს და მშობლების ყურადღებაც მათზე გადმოიტანეს. ერთად ყოფნას ხომ განსაკუთრებული დღეები არ სჭირდება? ვიდეორგოლზე სააგენტო JWT Metro–მ იმუშავა. თუ როგორ დაიგეგმა სარეკლამო რგოლის კონცეფცია და რა არის მისი მიზანი, ამაზე არქის მარკეტინგის  ხელმძღვანელი ელენე ბარათაშვილი და მეტროს კრეატიული დირექტორი ეკა ყიფიანი ისაუბრებენ.

როგორც ელენე ბარათაშვილი ამბობს, სარეკლამო რგოლის მიზანი მაყურებლისთვის იმ იდეის მიწოდება იყო, რომ 2020 წლის რთულ პირობებში, ოჯახთან ერთად ყოფნა არ დაგვავიწყდეს, ამას კი განსაკუთრებული დღეები არ სჭირდება.

„წლევანდელმა წელმა, ყველას დაგვანახა, თუ როგორი მნიშვნელოვანია სახლი და როგორი მრავალფუნქციური შეიძლება იყოს ის. 2020 წელს სახლი იყო ჩვენთვის როგორც მოსასვენებელი სივრცე, ასევე სამუშაო ადგილი. მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია კი უცვლელი დარჩა - სახლი, ეს ჩვენი ოჯახის წევრების თავშეყრისა და მათთან ურთიერთობის შეუცვლელი ადგილია. ჩვენი ვიდეორგოლიც ზუსტად ამას ეხება. როდესაც ოჯახი ერთად არის, ერთ ჭერქვეშ, ყოველთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად დიდი და ხარისხიანი დრო გავატაროთ ერთად“, - ამბობს ელენე.

ელენეს აზრით, რეკლამა მაყურებელს თავისი პოზიტიური შინაარსით დაამახსოვრებს თავს. უმეტესობა მათგანი კი სარეკლამო რგოლში საკუთარ თავსაც ამოიცნობს.

ეკა ყიფიანის აზრითაც, რეკლამის შინაარს ძალიან ბევრი ოჯახი გაითავისებს, განსაკუთრებით კი - ბავშვები.

„ვფიქრობ, ამ რეკლამაში მშობლებმა ბავშვების თვალით დაინახეს ის სიტუაცია, თუ რა რაკურსით გვხედავენ პატარები ჩვენ. რეკლამას პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა, რაც 2020 წლის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია. თან, პლუს, ახალი წლის კამპანია მსუბუქი, მხიარული და საყვარელი უნდა იყოს. ჩვენი სარეკლამო რგოლიც სწორედ ამ ემოციების მატარებელია“, - ამბობს ეკა.

ეკასთვის ინსპირაცია ბავშვები და მათი ხედვა იყო, თუ როგორ ხედავენ ისინი სახლიდან მომუშავე მშობლებს.

„მთელი წლის განმავლობაში სახლმა, ალბათ, ყველაფრის ფუნქცია შეითავსა. დაირღვა ის საზღვარი, რომელიც მანამდე სამსახურსა და სახლს ჰყოფდა. ბავშვები გვიყურებდნენ, თან როგორ ვართ სახლში და თან არ ვართ. ადამიანები ხშირად განსაკუთრებულ თარიღებს ვეძებთ იმისთვის, რომ ოჯახის წევრებთან ერთად შევიკრიბოთ. სახლი კი ის ადგილია, რომელსაც განსაკუთრებული დღე არ სჭირდება. რეკლამის პერსონაჟმა ბავშვებმა სწორედ ეს აღმოაჩინეს და ბოლოს - ახალი წლის მოსვლაც დააჩქარეს და მშობლების ყურადღებაც მიიქციეს“, - ამბობს ეკა.

ეკასთვის, სარეკლამო რგოლის გადაღებისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ბავშვებთან ურთიერთობა იყო.

„გადაღებები 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასიამოვნო პროცესი იყო ბავშვებთან ურთიერთობა, რომლებიც თავიანთ საქმეს პროფესიონალურად უდგებოდნენ, შიგადაშიგ კი თვითონაც ერთობოდნენ და ჩვენც პოზიტივით გვავსებდნენ.“

თუ თბილი ემოციები და საახალწლო მუხტი გჭირდებათ, არქისა და მეტროს ერთობლივი  სარეკლამო რგოლი აუცილებლად უნდა ნახოთ.

არქის საახალწლო რგოლი „ოპერაცია - შურისძიება“
04/01/2021 საახალწლო აქცია არქიში გრძელდება 07/12/2020 არქიმ 500 სოციალურად დაუცველ ხანდაზმულ პირს საჭირო პროდუქცია გადასცა