Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

არქი იასამნები

0 არქი იასამნები თბილისი, რ. გაბაშვილი
არქი იასამნები

არქი იასამნები

თბილისი, რ. გაბაშვილი 
არქი იასამნები არქის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც თბილისში, მუხიანის უბანში მდებარეობს. იასამნების ბაღით გაფორმებული პროექტი მუხიანში გამორჩეულ სივრცეს ქმნის, სადაც მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ იცხოვრონ ჯანსაღ, ლამაზ და მყუდრო გარემოში. არქი იასამნების 18-სართულიანი პროექტი 2 სადარბაზოს აერთიანებს, საერთო ჯამში კი 300 ბინას მოიცავს. მშენებლობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული 41-ე დადგენილებით მიმდინარეობს, რომელშიც სახანძრო უსაფრთხოების წესებია განსაზღვრული. რაც შეეხება სამშენებლო მასალებს, უმაღლესი ხარისხის მასალები, როგორებიცაა, გერმანული წარმოების ბლოკი იტონგი და HPL-ის პანელები, პროექტის მშენებლობასა და მოპირკეთებისთვის გამოიყენება. იტონგი ენერგოეფექტური ბლოკია, რომელიც ინარჩუნებს ტემპერატურას და ამცირებს ენერგიის ხარჯს 40%-ით. იგეგმება უმაღლესი ხარისხის ლიფტების დამონტაჟება.
0
ბინის არჩევა

ინფრასტრუქტურა

არქი იასამნები არქის გამორჩეული კომპლექსია, რომლისთვისაც, სხვა პროექტებთან შედარებით, ყველაზე დიდი, 12 000 კვ.მ-ის, რეკრეაციული სივრცეა გამოყოფილი. მაცხოვრებლების მაქსიმალურ კომფორტზე გათვლილ კომპლექსში ეწყობა: იასამნების ბაღი, შადრევანი, 2 საფეხბურთო მოედანი და საბავშვო სივრცეები. პროექტში, საუკეთესო საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად, გათვალისწინებულია გენერატორი და წყლის რეზერვუარი. მათი მეშვეობით, მობინადრეები 24-საათიანი ელექტრო და წყლის მომარაგებით უზრუნველყოფილნი იქნებიან. არქი იასამნები მოიცავს 3-სართულიან დახურულ ავტოსადგომს, რომელიც 118 მანქანისთვის არის განკუთვნილი.
  • სკვერი
  • სათამაშო მოედანი
  • სტადიონი
  • პარკინგი
  • გენერატორი
  • წყლის რეზერვუარი

პროექტის პროგრესი

სრულდება ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები.

მდებარეობა

არქი იასამნები მდებარეობს მუხიანის დასახლებაში, რადიოქარხნის მოპირდაპირე მხარეს. მაცხოვრებელს შესაძლებლობა ექნება პროექტთან ახლოს ისარგებლოს სკოლით, ბაღით, მარკეტითა და აფთიაქებით.
მდებარეობა