Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

არქი კიკვიძის ბაღთან

0 არქი კიკვიძის ბაღთან თბილისი, ე. ბეჟანიშვილი
არქი კიკვიძის ბაღთან

არქი კიკვიძის ბაღთან

თბილისი, ე. ბეჟანიშვილი 
საცხოვრებელი პროექტი „არქი კიკვიძის ბაღთან“ ნაძალადევის უბანში არქის პირველი მშენებლობაა. 24-სართულიანი შენობა 346 ბინას და კომერციულ ფართს გააერთიანებს. პროექტი უმაღლესი ხარისხის საფასადე თუ შემავსებელი სამშენებლო მასალებით შენდება. საცხოვრებელი კორპუსის მოსაპირკეთებლად გამოიყენება HPL პანელები. შენობის სიმდგრადესა და სიმყარეს კომპანია ჰაიდელბერგცემენტის რკინა-ბეტონი განაპირობებს. რაც შეეხება შემავსებელ მასალას, არქი, როგორც ყველა სხვა პროექტში, ამ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისასაც იტონგის ბლოკს იყენებს. იტონგი - ეს არის გერმანული კომპანია, რომელიც აწარმოებს ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალას. იტონგით აშენებული შენობის გასათბობად ან გასაგრილებლად 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება, რაც კომუნალურ ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს. საცხოვრებელ პროექტში „არქი კიკვიძის ბაღთან“ 2 სახანძრო და 2 სტანდარტული ლიფტია გათვალისწინებული.
0
ბინის არჩევა

ინფრასტრუქტურა

საცხოვრებელი პროექტი „არქი კიკვიძის ბაღთან“ მოიცავს ნახევარ ჰექტარზე მეტ რეკრეაციულ სივრცეს, საბავშვო მოედანსა და 4 სტადიონს. პროექტში ასევე მოეწყობა ღია და დახურული ავტოსადგომი, რომელიც 145 მანქანას დაიტევს.
  • კომერციული ფართი
  • სათამაშო მოედანი
  • სტადიონი
  • პარკინგი

პროექტის პროგრესი

მიმდინარეობს ხიმინჯების მოპირკეთების სამუშაოები, დასრულდა ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები.

მდებარეობა

საცხოვრებელი პროექტი „არქი კიკვიძის ბაღთან“ ნაძალადევის რაიონის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. სულ რამდენიმე წუთის სავალზე არის კიკვიძის ბაღი, რაც მაცხოვრებელს საშუალებას აძლევს, სახლიდან უახლოეს მანძილზე, დატკბეს მწვანე სივრცეებით. პროექტი ასევე ახლოს მდებარეობს მეტროსადგურ „გოცირიძესა“ და „დიდუბესთან“.
მდებარეობა