Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

არქი ვუდი დიღმის მასივში

არქი ვუდი დიღმის მასივში თბილისი, დიღმის მასივი, კ. ჩაჩავას ქ. 4
არქი ვუდი დიღმის მასივში

არქი ვუდი დიღმის მასივში

თბილისი, დიღმის მასივი, კ. ჩაჩავას ქ. 4 
საცხოვრებელი კომპლექსი გამწვანებულ უბანში
არქი ვუდი თბილისის ყველაზე გამწვანებულ უბანში - დიღმის მასივში მდებარეობს. პროექტი გამოირჩევა როგორც არქიტექტურული ღირებულებებით, ასევე საუკეთესო ადგილმდებარეობით. არქი ვუდის ფასადი ბელგიური Weinberger-ის აგურით არის მოპირკეთებული. პროექტში ბინები პრემიუმ კარკასით ბარდება, რაც გულისხმობს სრულ თეთრ კარკასს დამატებული გათბობის მილების მონტაჟი და დაბალემისიური მინები. ისევე როგორც არქის სხვა დანარჩენი პროექტები, არქი ვუდიც უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით არის აშენებული. მშენებლობის პროცესში გამოყენებულ იქნა გერმანული ბრენდის, Ytong-ის ბლოკი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით არის დამზადებული. ბეტონის ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკთან შედარებით ამ ბლოკს 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა ახასიათებს. იტონგის მასალით აშენებული კედელი ოთახის ტემპერატურას უფრო დიდხანს ინარჩუნებს. შესაბამისად, შენობის გასათბობად თუ გასაგრილებლად 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება. ამას გარდა, Ytong უნიკალური თვისებებით გამოირჩევა, რაც ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას 4 საათის განმავლობაში.
ბინის არჩევა

ინფრასტრუქტურა

არქი ვუდს ღია და 3-დონიანი დახურული ავტოსადგომი აქვს, რომელიც 165 მანქანაზეა გათვლილი. არქი ვუდისთვის 3 000 კვ.მ რეკრეაციული ზონაა გამოყოფილი, რომელიც გასართობ და დასასვენებელ სივრცეებს აერთიანებს. ტერიტორიაზე უკვე არსებობს 60 დიდი ნაძვის ხე. შენობის 1-ლი და მე-2 სართული კომერციულ სივრცეს დაეთმო.
  • კომერციული ფართი
  • სათამაშო მოედანი
  • პარკინგი

პროექტის პროგრესი

პროექტი მიყვანილია პრემიუმკარკასულ მდგომარეობამდე. მიმდინარეობს ბინების ჩაბარების პროცესი.

მდებარეობა

არქი ვუდისთვის შეირჩა საუკეთესო ლოკაცია. ის დიღმის მასივის საუკეთესო ადგილას, ჩაჩავას ქუჩაზე მდებარეობს. პროექტის გვერდზეა გასართობი ცენტრი ასტრა პარკი. არქი ვუდიდან 5 წუთის სავალზეა დიღმის ტყე-პარკი.
მდებარეობა